მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  თებერვალი  2018

    თბილისში 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება

    თბილისში,ქართულ-აზერბაიჯანული ინვესტიციით მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნება. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტში „ბლოკ ჯგუფი “ 50 პროცენტიანი წილით შევიდა.



    ჯანაშვილის განცხადებით, ჰოსპიტალი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩებს შორის, ყოფილი ტრამვატოლოგიური საავადმყოფოს ნაცვლად შენდება და მასში 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 18 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) სეხია.




    მისი განცხადებით, უკვე აშენებულია კარკასი და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. კლინიკა პაციენტებს მომავალი წლის გაზაფხულ-ზაფხულისთვის მიიღებს.

    ჯანაშვილის ინფორმაციით, ჰოსპიტალის ოპერატორი ამერიკული კომპანია american intercontinental healthcare group-ი იქნება.
     

     

    როგორც ცნობილია, საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფი“ საქართველოს მასშტაბით 12 პოლიკნილიკას ფლობს. ჯანაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ჰოსპიტალურ სექტორში დიდი გეგმები აქვს. დამატებით დეტალებზე ჯანაშვილი ამ დროისთვის არ საუბრობს.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები