სიახლეები
-
15 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ფოთში, სანაპირო ზოლის განაშენიანებაზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება
ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა იგეგმება. სანაპირო ზოლის განაშენიანების ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება.
დაგეგმილია 61 ათასი კვ. მეტრი ფართობის ზოლის ფილებით მოკირწყვლა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსება.ფოთის მერის თქმით, პროექტის განხორციელება მოხდება სამომავლო განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, გაგრძელდება მუშაობა მეტი თანხებისა და ინვესტიციების მოსაზიდად. გოჩა კურდღელიას განცხადებით, საკონკურსო წინადადებების მზადების პროცესში, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მათგან ახალი წინადადებებისა და მოსაზრებების მოსმენა
ტეგები