სიახლეები
-
ზუგდიდში საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის...
ვრცლად -
სამშენებლო სექტორში 10 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიციაა დაგეგმილი
2020 წლამდე გზების მშენებლობა-განვითარების მიმართულებით 9 მლრდ. ლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, ხოლო წყლის მიწოდების ქსელის განვითარება-რეაბილიტაციის კუთხით - 1.8 მლრდ. ლარი დაიხარჯება. მშენებლობის სექტორი მთლიანი დასაქმების 4%-ს და ბიზნეს სექტორის დასაქმების 11%-ს შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით...
ვრცლად -
დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო გაიხსნა
დუბაი სიმაღლის ახალ რეკორდ ამყარებს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში Sheikh Zayed Road-ზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო Gevora გაიხსნა, - წერს Khaleej Times. სასტუმრო 75 სართულისგან შედგება და მისი სიმაღლე 356 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი სასტუმროს ტიტულს კომპლექსი JW Marriott Marquis ფლობდა, რომლის შენობაც 72 სართულია და მისი სიმაღლე 355 მეტრს აღწევს. რეკორდსმენ სასტუმროში 4 რესტორანი, ღია აუზი, რამდენიმე...
ვრცლად -
ისრაელიდან ანაკლიაში საწარმოების გადმოტანა განიხილება
ისრაელში მოღვაწე ბიზნესი ანაკლიაში საწარმოების გადმოტანას განიხილავს. საუბარია ანაკლიის პორტთა სპეციალურ ეკონომიკური ზონაში კომპანიების შემოყვანაზე. გეგმა დაადასტურა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. „ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ...
ვრცლად -
მშენებლობებზე დარღვევის აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება
თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მშენებლობებზე ნებისმიერი ტიპის დარღვევის აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება. „დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება, მაგალითისთვის...
ვრცლად -
სამშენებლო ნებართვების წესში ცვლილებები შედის - გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება?
დეველოპერული კომპანიები დედაქალაქში მშენებლობების ნებართვის გაცემის წესში შესატან ცვლილებებს მიესალმებიან, თუმცა იმედი აქვთ, რომ აღნიშნული რეგულაციების აღსრულების ნაწილი ეფექტური იქნება. ამასთან, დეველოპერები მიიჩნევენ, რომ რეგულაციებმა შესაძლოა, ბიზნესისთვის ხარჯები მნიშვნელოვნად არ გაზარდოს, მაგრამ რისკები არსებობს, რომ ნებართვების გაცემის პროცესები დროში...
ვრცლად -
მცხეთაში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინაროებს
მცხეთის აგურის ქარხნის დასახლებაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტული კომპლექსი ორი დამოუკიდებელი შენობისაგან შედგება. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი მოიცავს 2 დახურულ საცურაო აუზს, აქედან: ერთი პატარა მოცულობით 10×6 მ-ზე და ერთი დიდი აუზი მოცულობით 25×16.5 მ-ზე, სავარჯიშო ოთახებთან...
ვრცლად -
საქართველოში 2018-2019 წლებში 34 ახალი სასტუმრო გაიხსნება
აჭარაში 2018-2019 წლებში 10 ახალი სასტუმროს გახსნა იგეგმება. სასტუმროებს შორისაა Courtyard by Marriott, Babylon Tower, Swissotel, Le Meridien, Interstate Hotels and Resorts, Pulmann Hotels & Resort, Wellness Resort & Spa on Mtsvane Kontskh, Ramada Resorts, Metro Sky Tower, Twin Tower. სასტუმროების გახსნის შედეგად, აჭარას 2039 სასტუმრო ოთახი შეემატება. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს რეგიონში 4 სასტუმრო Wyndham Batumi, Sky Tower Hotel Batumi, Hotel Irepalace Batumi და Best WESTERN Plus Batumi გაიხსნა. აჭარას 342 ახალი ოთახი და 682 საწოლი ადგილი...
ვრცლად -
თბილისი შესაძლოა ცათამბჯენების ქალაქად გადაიქცეს
თბილისი თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, რაც სხვადასხვა კულტურის შერწყმის შედეგია, ყოველთვის გამოირჩეოდა. ქალაქი, მცირე მასშტაბის მიუხედავად, ერთდროულად ახალ და ძველ შენობებს აერთიანებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძველ, ლამაზ საცხოვრებელ სახლებსა და დახვეწილ სადარბაზოებს, რომლებიც თბილისის ცენტრალურ, ძველ უბნებში იმალება, ახალი ნაგებობები სიმრავლით...
ვრცლად -
26 წლის ახალგაზრდა მშენებლობიდან გადმოვარდა
უბედური შემთხვევა გურჯაანში - სპირტის ქარხანაში მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა. 26 წლის დათო ოდიკაძე ობიექტზე მიმდინარე მშენებლობიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა ის შემდუღებლებს სპეციალურ ელექტრო სადენებს აწვდიდა. ოდიკაძე ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, ისინი დამნაშავის დასჯას...
ვრცლად



