სიახლეები
-
GDG+-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თითქმის ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, GDG+-მა მშენებლობის ნებართვა მიიღო. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში GDG+ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, სასტუმრო პირველ დამსვენებელს დაახლოებით 2020 წლისთვის მიიღებს. ბიზნესმენი არ გამორიცხავს,რომ სასტუმროში საერთაშორისო ბრენდი შემოვიდეს...
ვრცლად -
ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება
ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, ორი გვირაბგამყვანი მანქანა Double Shield TBM იქნება გამოყენებული, რომელიც საგანგებოდ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ გერმანულმა კომპანია Herrenknecht-მა დაამზადა. მანქანების სიგრძე - შესაბამისად 190 და 250 მეტრი, ხოლო დიამეტრი 4.3 მ და 5.3 მეტრია. ორივეს ტრანსპორტირება საქართველოში უკვე განხორციელდა და ამჟამად დანადგარები ფოთშია...
ვრცლად -
მცხეთაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა
მცხეთაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა, ადგილობრივ მცხოვრებლებს დღეიდან დახურული აუზით სარგებლობა შეეძლებათ. კომპლექსი მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს უმასპინძლოს სხვადასხვა რეგიონულ, ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ ასპარეზობებს. სპორტული კომპლექსი საცურაო აუზებით მცხეთელების მთავარი მოთხოვნა იყო 2012 წლის არჩევნების...
ვრცლად -
აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ფოთის ტერმინალის მშენებლობას დააფინანსებს. კერძო საინვესტიციო კორპორაცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, ღრმაწყლოვანი პორტის - „პეის ტერმინალის“ მშენებლობაზე 50 მილიონ დოლარს გამოყოფს. სესხის ხელშეკრულება ოფიციალურად ვაშინგტონში, ოპიკის (OPIC) სათავო ოფისში გაფორმდა. მას...
ვრცლად -
ბათუმს ახალი სკვერი შეემატება
ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადრენაჟო სამუშაოები და ტერიტორიის მოშანდაკება უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს შადრევნის დამონტაჟება, საპირფარეშოს მშენებლობა, ტერიტორიის მოპირკეთება და ბორდიურების მოწყობა. მათივე ცნობით, სკვერის მშენებლობა მიმდინარე...
ვრცლად -
ამბროლაურში FIFA-ს რეგულაციების შესაბამისი სტადიონი აშენდება
ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მთავარი და დამხმარე მოედნები, ტრიბუნები, სპორტსმენებისთვის გასახდელები, საშხაპეები. ასევე გათვალისიწნებულია განათების, მისასვლელი გზისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა. პროექტის განხორციელებაზე 627 774 ლარი...
ვრცლად -
მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს აღადგენს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს. ფონდის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ეკატერინე დადიანის სასახლის...
ვრცლად -
ბათუმში სასტუმრო “Best Western Premier“-ი გაიხსნა
ბათუმს კიდევ ერთი ხუთ ვარკსვლავიანი სასტუმრო “Best Western Premier”-ი შეემატა. სასტუმრო ამერიკული საერთაშორისო ბრენდის “Best Western Hotels & Resorts”-ის ფრენჩაიზია. სასტუმროში 14 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. 104 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი ტერასით და ლაუნჯ-ბარი, ასევე 2-სართულიანი სპა ცენტრი. საქმიანი ვიზიტებისა და...
ვრცლად -
ახალი წყალსაცავების მშენებლობა
8 მაისს ინტერსექტორულ შეხვედრაზე პრიორიტეტული წყალსაცავების მშენებლობის პროექტებს განიხილავენ, რომელის საირიგაციო ფუნქციის გარდა ქვეყნის ენერგეტიკულ მიზნებსაც ემსახურება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის მენეჯერს დევიდ მიშოს შეხვდა, შეხვედრაზე საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს და...
ვრცლად -
ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ ქუჩებზე: ქალაქ ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩის 2.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც სამუშაოები მაისში დაიწყება და 5 თვეში დასრულდება, პროექტის ღირებულება 5 373 373 ლარია; ქალაქ ზუგდიდის...
ვრცლად