მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  მაისი  2019

    ბათუმს ახალი სკვერი შეემატება

    ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

    ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადრენაჟო სამუშაოები და ტერიტორიის მოშანდაკება უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს შადრევნის დამონტაჟება, საპირფარეშოს მშენებლობა, ტერიტორიის მოპირკეთება და ბორდიურების მოწყობა.

    მათივე ცნობით, სკვერის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 100 ათას 362 ლარს შეადგენს.

     

     


პარტნიორები