სიახლეები
-
16 მაისი 2019
თქვენი რეკლამა
მცხეთაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა
მცხეთაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა, ადგილობრივ მცხოვრებლებს დღეიდან დახურული აუზით სარგებლობა შეეძლებათ. კომპლექსი მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს უმასპინძლოს სხვადასხვა რეგიონულ, ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ ასპარეზობებს.
სპორტული კომპლექსი საცურაო აუზებით მცხეთელების მთავარი მოთხოვნა იყო 2012 წლის არჩევნების დროს.
მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 6 მილიონი ლარია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა.