სიახლეები
-
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რიკოთის საუღელტეხილო გზის მე-4, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა და დღეს ხელახლა დაიწყო სატენდერო წინადადებების მიღება. დაინტერესებულ კომაპნიებს წინადადებების წარმოდგენა 01 აგვისტოს 16:00 სთ-მდე შეუძლიათ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას...
ვრცლად -
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 6 მილიონ ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას...
ვრცლად -
შატილთან ახლოს ჰესის ასაშენებლად 3.089 მლნ-იანი ტენდერია გამოცხადებული
შატილთან ახლოს ჰესის ასაშენებლად 3 089 000 ლარიანი ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. პროექტი გულისხმობს 200 კვ. დადგმული სიმძლავრის მქონე მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის - „ბიტეხი 1“ მშენებლობას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ შატილთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ სადგურის მიერ...
ვრცლად -
ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5.5 მლნ ლარზე მეტია. ახალ ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე. შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის...
ვრცლად -
ურეკის ბულვარის რეაბილიტაციაზე 5 მლნ დაიხარჯება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია. მათივე...
ვრცლად -
თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობა იგეგმება
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, თუშეთში შესაძლოა, საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყოს. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, პროექტის განხორციელებით კერძო კომპანიაა დაინტერესებული, რომელიც ამ ეტაპზე დეტალების დასაზუსტებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება. საბაგირო გზის მშენებლობის ლოკაციად...
ვრცლად -
საბადურის ტყეში კოტეჯები და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა
საბადურის ტყესთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. იგეგმება ღამის გასათევი 60 კოტეჯის, საკონფერენციო სივრცის, კვების ობიექტების, გამაჯანსაღებელ კომპლექსის, ვიზიტორთა ცენტრის, საჯინიბოს, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონის მოწყობა. დაგეგმილია სამზარეულოს, სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებლის მოწყობაც. დაცული ტერიტორიების...
ვრცლად -
საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლები გაშენდება
საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება. ახალი პროექტის – „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა. „ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების...
ვრცლად -
ბათუმში „ბაბილონ თაუერი“ გაიყიდა
ბათუმში „ბაბილონ თაუერი“ გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი შპს „ემ სი ქონსთრაქშენ“ გახდა, რომელიც ობიექტში 24 990 000 ლარს გადაიხდის. კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე აითექინ მერალია. შენობას აღსრულების ეროვნული ბიურო განმეორებით აუქციონზე, 33 პროცენტიანი ფასდაკლებით ყიდდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 24 მილიონ 500 ათას ლარს...
ვრცლად -
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობით 7 კომპანია დაინტერესდა
ქვეშეთი-კობის გზაზე, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების წინადადებები გაიხსნა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატენდერო წინადადება, სულ 7-მა კომპანიამ წარმოადგინა. „შემდეგ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, შეფასდება წარმოდგენილი წინადადებები და ყველაზე დაბალი ფასის მქონე კვალიფიციური...
ვრცლად