სიახლეები
-
GDG+-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თითქმის ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, GDG+-მა მშენებლობის ნებართვა მიიღო. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში GDG+ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, სასტუმრო პირველ დამსვენებელს დაახლოებით 2020 წლისთვის მიიღებს.
ბიზნესმენი არ გამორიცხავს,რომ სასტუმროში საერთაშორისო ბრენდი შემოვიდეს, რომელთანაც მოლაპარაკებებს იგი უახლოეს მომავალში დაიწყებს. კონკრეტულად, რომელ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები GDG+-ის დამფუძნებელი ამ ეტაპზე არ ამბობს. წაქაძემ ჩვენთან საუბარში ვერც სასტუმრომ სახელწოდება გვითხრა, რადგან,. ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.როგორც ცნობილია, პროექტი ნებართვის მოლოდინის რეჟიმში იყო. და სტუმროს მშენებლობა 2018 წლის ივლისში უნდა დაწყებულიყო და 2019 წლის ბოლოს დამთავრებულიყო. პროექტის მიხედვით,4 ვარსკვლავიანი სასტუმრო 5 სართულიანი, იქნება. 7 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულმა კომპლექსმა 100-ნომრიან სასტუმრო და რესტორანი უნდა მოიცვას. ინვესტიცია კი მინიმუმ 5 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული.
ტეგები