მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივნისი  2018

    საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

    საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ფარგლებში, სკვერებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება. ბალანჩივაძის ქუჩაზე სკვერში ბავშვებისთვის გასართობი ზონა უკვე...

    ვრცლად
  • 19  ივნისი  2018

    ავჭალაში სამი სკვერი მოეწყო

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ავჭალაში, სამ მისამართზე სკვერი მოეწყო. კაჭარავას ქუჩა N77-ში, გლდანის ხევის N10 და ლიბანის ქუჩის N29 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გლდანის ხევის N6-6ა-ს მიმდებარედ ფიტნეს ზონაც განთავსდა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად...

    ვრცლად
  • 19  ივნისი  2018

    ვაკეში მოსახლეობა 22-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებს

    ჭავჭავაძის 33 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი განცხადებით, 22- სართულიანი სახლის მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. კერძოდ, მშენებლობა გაზგამანაწილებელ სისტემასთან ახლოს შენდება, რაც ბუნებრივი აირის აფეთქების რისკებს ზრდის. უკმაყოფილებას იწვევს კორპუსის სიმაღლეც და მათ საცხოვრებელ სახლთან...

    ვრცლად
  • 16  ივნისი  2018

    ორთაჭალაში მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება

    ორთაჭალაში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნაცვლად, მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი საუბრობს. მისი თქმით, 40-მილიონიან საინვესტიციო პროექტს ისრაელიდან ჩამოსული ინვესტორები განახორციელებენ, წინამდებარე ხელშეკრულება კი, სავარაუდოდ, 1 კვირაში გაფორმდება. შეგახსნეებთ, რომ „ორთაჭალის ტურფის“...

    ვრცლად
  • 16  ივნისი  2018

    ვარკეთილში ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო. სამგორის რაიონში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს. თბილისის მერის განცხადებით...

    ვრცლად
  • 15  ივნისი  2018

    თბილისს I კვარტალში 148 ახალი უძრავი ქონება შეემატა

    პირველ კვარტალში თბილისს 148 ახალი უძრავი ქონება შეემატა, რომლის ჯამური ფართობი 200.2 ათას კვ.მ. შეადგენს, – ასეთია თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. როგორც კვლევის მეცხრე პუბლიკაციაშია ნათქვამი, პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 37.1%...

    ვრცლად
  • 15  ივნისი  2018

    ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე„ სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მოწყობა იგეგმება

    ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრის, ლაბდშაფტური პარკის და მუზეუმის მოწყობაზე საშენებლო ნებართვა თბილისის მერიაში უახლოეს მომავალში შევა. როგორც „კომერსანტს“ პროექტის ინვესტორმა კომპანიამ შპს „ლეჩკომბინატი №1“ განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს არქიტექტურულ პროექტზე მუშაობა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მას...

    ვრცლად
  • 13  ივნისი  2018

    თემქის ხევს და დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ორი ახალი საქალაქო პარკი მოეწყობა

    თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ მინდა წარმოვადგინო ორი ძალიან საინტერესო პროექტი. ვიწყებთ ორი ადგილის კვლევას – ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორიის, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან მნშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეიძლება და...

    ვრცლად
  • 12  ივნისი  2018

    დაასრულებს თუ არა „ხრუშჩოვკების“ ეპოქას თბილისის მერის გადაწყვეტილება?

    თბილისის მერის კახი კალაძე ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ კალაძემ გასულ კვირას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მეექვსე და მერვე კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად...

    ვრცლად
  • 12  ივნისი  2018

    თბილისში ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის აშენება იგეგმება

    თბილისის მერიამ ვარკეთილისა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც მერიის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაშია მითითებული, შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 600 ათას ლარს შეადგენს. ტერიტორია უკვე შერჩეულია. ვარკეთილიში, მესამე მიკრო რაიონში, 180-ე სკოლასთან სპორტულ...

    ვრცლად

პარტნიორები