სიახლეები
-
14 იანვარი 2020
თქვენი რეკლამა
ქავთარაძეზე სამშენებლო მასალების მაღაზია ხანძარმა 400 000 ლარით აზარალა
ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების სავაჭრო ობიექტი გაჩენილი ხანძრის ზარალი 400 000 ლარამდეა.
როგორც ერთ-ერთი დამწვარი მაღაზიის მფლობელმა ნიკა ლოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მისივე თქმით, მაღაზია დაზღვეულია.
ხანძრის შედეგად დამწვარია 350-400 კვ.მ-ის ფართობი.
სავარაუდოდ ცეცხლი სამშენებლო მასალას გაუჩნდა. ხანძარი სხვა მაღაზიებზე არ გავრცელებულა.
ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.