სიახლეები
-
03 თებერვალი 2020
თქვენი რეკლამა
ლილოში საცურაო აუზის მშენებლობა ივნისში დასრულდება
ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობა ივნისში დასრულდება. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება.
პროექტი მოიცავს საცურაო აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებს და მისაღებს. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია, ხოლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 ივნისამდეა.
სპორტული კომპლექსი, სხვადასხვა სექციებზე, დაახლოებით 500 ბავშვს ემსახურება, საცურაო აუზი კი საშუალოდ 200 ბავშვზეა გათვლილი. ისევე, როგორც სხვა მუნიციპალურ კომპლექსებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს თბილისის მერია დააფინანსებს. სხვა ნებისმიერ მსურველთათვის კი მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი, შეღავათიანი ტარიფი იმოქმედებს.