სიახლეები
-
23 სექტემბერი 2019
თქვენი რეკლამა
საბურთალოზე განახლებული მაკდონალდსი და მაკკაფე გაიხსნა
26 მაისის მოედანზე „მაკდონალდსის“ განახლებული რესტორანი გაიხსნა. რესტორანი მომხმარებელს „მომავლის გამოცდილების“ პლატფორმას და „მაკკაფეს“ სთავაზობს.
ერთთვიანი სამუშაოების შედეგად, კომპანიამ რესტორნის რემოდელინგი მოახდინა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები დანერგა.
„მაკკაფე“ განახლებული რესტორნის პირველ სართულზე განთავსდა. ეს უკვე მესამე „მაკკაფეა“ საქართველოში, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს მაღალი ხარისხის ყავის ნაირსახეობა და დესერტები.
„მაკდონალდს“ საქართველომ, უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია 2018 წელს წარმატებით გაიარა და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე გახდა ინოვაციების დანერგვის კუთხით. მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს მაკდონალდსი ისეთ ქვეყნებს შორისაა წარმოდგენილი, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია.
საბურთალოს „მაკდონალდსის“ განახლებული ინტერიერი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. რესტორნის რემოდელინგზე უცხოელი სპეციალისტები და სათაო ოფისის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. შედეგად სრულად შეიცვალა დიზაინი, ავეჯი და ტექნიკა, გაუმჯობესდა რესტორნის დრაივის ზოლიც, რომელიც მომხმარებლებისთვის გაცილებით მოდერნიზირებული და კომფორტული გახდა.
„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.