სიახლეები
-
14 აგვისტო 2019
თქვენი რეკლამა
თბილისში სამი ახალი კლინიკა შენდება
2019 წელს თბილისში 4 ახალი სამედიცინო და ჯანმრთელობის ობიექტი აშენების ნებართვა გაიცა. “კომერსანტის“ მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ:
გორგასალის N 93-ში საავადმყოფო აშენდება. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს არსებული საავადმყოფოს შპს პინეო სამედიცინო ეკოსისტემა-ს ტერიტორიაზე ახალი სამედიცინო დანიშნულების ნაგებობის მშენებლობას. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის მაისში გაიცა. პროექტის დამკვეთი იაგორ კალანდაძეა. საპროექტო შენობა არსებული საავადმყოფოს შენობის დასავლეთითაა განთავსებული. შენობა რვასართულიანია სარდაფით. შენობის I სართულზე მიმღები განთავსდება, სარდაფში რადიოლოგიური კაბინეტები. II-VII სართულები სხვადასხვა დანიშნულების სტაციონარები, ხოლო VIII სართულზე ადმინისტრაციული განყოფილება იქნება განთავსებული. ტერიტორიაზე 45 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოწყობა.არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედით, პროექტის კონცეფცია და მისი სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტა განაპირობა მისმა ფუნქციამ და გარემომ, რომელიც გადაწყვეტილია თანამედროვე საავადმყოფოს სტილში, სადაც მოსაპირკეთებელ მასალებად გამოყენებულია ბუნებრივი ქვა, აბატ ლამინატი მაღალ-ხარისხოვანი ლესვა, შავ ლითონის მოაჯირებში ჩასმული მინის აივნები და სხვა არქიტექტურული ელემენტები.
შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებით ხოლო მათ მოწყობას და შემდგომ ზედამხედველობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და სახანძრო სისტემების სპეციალისტი. ტერიტორია უხვადაა გამწვანებული მრავალწლოვანი ნარგავებით, რომლის ნაწილობრივი გადარგვაა დაგეგმილი.
პროექტს თან ახლავს საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა. შპს „თბილინვესტპროექტის“ გეოლოგიური ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საავადმყოფოს კორპუსის მშენებლობისთვის გამოყოფილი უბანი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით.დიდ დიღომში, ნიკო ბურის 2 ნომერში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. დამკვეთი ხათუნა ხალვაშია. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება ამბულატორიულ პრინციპებზე აგებული, სადაც არ მოხდება პაციენტების დარჩენა დღე-ღამის განმავლობაში და მათი მეთვალყურეობა. მოხდება შესაბამისი ვარჯიშებისა და პროცედურების ჩატარება, ასევე შესაბამისი კონსულტაციები.
შენობა 4 სართულიანი იქნება. -1,+2+3 სართულებზე განთავსდება სავარჯიშო სივრცეები სადაც მასაჟები ჩატარდება. 0 სართულზე განთავსებულია მისაღები და რეგისტრატურა ხოლო მეოთხე სართულზე კლინიკის მენეჯმენტისთვის საოფისე სივრცე მოეწყობა.
ლუბლიანას ქუჩა 21ა-ში კი ბავშვთა პალიატიური კლინიკა აშენდება. საავადმყოფოს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ააშენებს. უნივერისტეტში დღეს „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ინვესტიციის ოდენობა მათვის ჯერ-ჯერობით უცნობია, მათი თქმით, ხარჯთაღრიცხვა დამუშავების პროცესში და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. შენობა 5 სართულიანია, -1 სართულზე განთავსდება ძირითადი და დამხმარე შესასვლელი, მთავარი ფოიე და კლინიკის ინფექციური განყოფილება შესაბამისი ფუნქციური ოთახებით და სათავსებით. განყოფილება გათვლილია 8 პაციენტზე.მე-2 სართულზე განთავსებული იქნება კლინიკის ადმინისტრაციული ნაწილი, სადაც ძირითადად განთავსდება კაბინეტები და საკონფერენციო სივრცე. მე-3 სართულზე მოეწყობა კლინიკის საგანმანათლებლო ბლოკი აუდიტორიებით, სამაყურებლო და სადემონსტრაციო დარბაზებით. მე-4 სართულზე დაპროექტებულია კლინიკის ნეონატოლოგიური განყოფილება, სარეანიმაციო და ინტენსიური მკურნალობის დარბაზებით. ასევე იქნება პალატები (6 ერთეული) და განყოფილებისთვის საჭირო დამხმარე ფართები. მე-5 სართულზე მოცემულია კლინიკის პალიატიური განყოფილება (ბავშვთა ხანგრძლივი დაყოვნების ცენტრი), რაც მოიცავს 7 პალატას (14 ბავშვზე) და ჰოსპისს (1 ბავშვზე). გარდა ამისა სათამაშო და თერაპიულ ოთახს, ასევე პერსონალისა და დამხმარე ოთახებს. ტერასაზე განთავსებული იქნება კაფე ღია დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, ბავშვთა დასასვენებელი ოთახი, ღია ტერასები. სახურავი გამოყენებულია ტექნიკურ ფართად, სადაც განთავსდება ტექნიკური დანადგარები. წყლის რეზერვუარი განთავსებულია მიწისქვეშა სივრცეში. საპროექტო ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ღია ავტოსადგომები. ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება.