მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

ძიება ტეგის მიხედვით: მშენებლობა
  • 21  დეკემბერი  2017

    თბილისში, ზემო ფონიჭალაში 8000 კვ.მ ცენტრალური პარკი შენდება

    ​თბილისის შემოგარენში, კერძოდ, ზემო ფონიჭალაში, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი და 4-მეტრის სიმაღლის ხეების ნერგები. ​ ​აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი...

    ვრცლად
  • 21  დეკემბერი  2017

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 24 დეკემბერს დაიწყება

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 24 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.  „პირველ ეტაპზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები პორტის ტერიტორიაზე იმუშავებენ მიწის...

    ვრცლად
  • 21  დეკემბერი  2017

    თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის შენობა 12.5 მილიონად გაიყიდა

    თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის შენობა აუქციონზე, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად, 12.5 მილიონად გაიყიდა. „50 ქონება შენი სასტუმროს“ პროექტის ფარგლებში გაყიდულ შენობის ადგილას ახალი სასტუმრო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 10 მილიონი დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 39 400 501 ლარის...

    ვრცლად
  • 21  დეკემბერი  2017

    2018 წელს იწყება 4,5 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები

    ახალი ავტობანი გომიდან არგვეთამდე მონაკვეთს 66 კილომეტრით შეამცირებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტელეიმედში განაცხადა. მისი თქმით, ავტობანის აშენების შემდეგ გადაადგილების დრო 1.15 საათიდან 40 წუთამდე შემცირდება. გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება. გათვალისწინებულია 90 ხიდის და 60-მდე მაგისტრალური...

    ვრცლად
  • 20  დეკემბერი  2017

    თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის ტექნიკური აღჭურვის პროცესი დაიწყო

    თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანის (ATC) ტექნიკური აღჭურვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდი იუწყება. მათივე ცნობით, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. „საპარტნიორო ფონდისა“ და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია „ელბიტის“...

    ვრცლად
  • 20  დეკემბერი  2017

    სამშენებლო კომპანიებზე ნებართვები არ გაიცემა, თუ მშენებლობაზე მომუშავე სატვირთო მანქანების ჩამოსარეცხი მოწყობილობა არ ექნებათ

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „არც ერთ სამშენებლო კომპანიაზე, რომელსაც მოედანზე სატვირთო მანქანების ჩამოსარეცხი მოწყობილობა არ ექნება, ნებართვა არ გაიცემა“. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამშენებლო მოედნებიდან გამოსული სატვირთო ავტომობილები ქუჩებს აბინძურებენ. “როდესაც სატვირთო მანქანები შედიან...

    ვრცლად
  • 20  დეკემბერი  2017

    „ბიზნეს სახლი“ მომხმარებელს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით 800-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს შესთავაზებს

    „ბიზნეს სახლი“ მომხმარებელს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით 800-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს შესთავაზებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და...

    ვრცლად
  • 20  დეკემბერი  2017

    ბრძოლა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ და სამაგალითოდ დასჯილი კომპანია

    ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსში, სადაც ფართების უმრავლესობა გაყიდულია, მშენებელს, შესაძლოა, ორი სართულის დემონტაჟი მოუწიოს. ქალაქის მერიის ინფორმაციით, "სახლი N1"-მა თამარ მეფის ქუჩა N 10-ში დაგეგმილი მშენებლობის პროექტი თვითნებურად შეცვალა და ხუთის ნაცვლად შვიდ სართულიანი კორპუსი ააშენა. ქუთაისის მერია სამშენებლო კომპანიისგან ბოლო ორი სართულის...

    ვრცლად
  • 20  დეკემბერი  2017

    თბილისში, კრწანისის რაიონში 5 ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

    თბილისის კრწანისის რაიონში, ხუთ ავარიულ შენობას, კაპიტალური გამაგრების სამუშაოები უტარდება. კერძოდ, კოტე აფხაზის N43-ში, საიათნოვას N15-ში, გრ.ხანძთელის N 9/22-ში, იერუსალიმის N1-ში და გორგასლის ქუჩის N23-ში. გამაგრების სამუშაოები კრწანისის გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ხორციელდება. ​პროექტები მოიცავს შენობების საძირკვლისა და კონსტრუქციული ელემენტების...

    ვრცლად
  • 19  დეკემბერი  2017

    თელავში, ბატონის ციხის მუზეუმის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

    თელავში, ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ფაზა სრულდება. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი შენდება, აქ შეიქმნება საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზები. ვიზიტორები და ტურისტები განახლებული ბატონის ციხის დათავლიერებას უახლოეს მომავალში შეძლებენ. დასკვნითი ეტაპის...

    ვრცლად

პარტნიორები