სიახლეები
-
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის შენობა 12.5 მილიონად გაიყიდა
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის შენობა აუქციონზე, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად, 12.5 მილიონად გაიყიდა.
„50 ქონება შენი სასტუმროს“ პროექტის ფარგლებში გაყიდულ შენობის ადგილას ახალი სასტუმრო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 10 მილიონი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.
ტეგები




