მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  დეკემბერი  2017

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 24 დეკემბერს დაიწყება

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 24 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. 

    „პირველ ეტაპზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები პორტის ტერიტორიაზე იმუშავებენ მიწის ზედაპირის დამუშავებაზე, სადრენაჟო არხის გამართვასა და სამშენებლო ტერიტორიიდან ნარჩენების გატანაზე“, - აღნიშნეს კონსორციუმში. 
    ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შესაბამისი ნებართვები მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს გასცეს.

    ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები