სიახლეები
-
20 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, კრწანისის რაიონში 5 ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
თბილისის კრწანისის რაიონში, ხუთ ავარიულ შენობას, კაპიტალური გამაგრების სამუშაოები უტარდება. კერძოდ, კოტე აფხაზის N43-ში, საიათნოვას N15-ში, გრ.ხანძთელის N 9/22-ში, იერუსალიმის N1-ში და გორგასლის ქუჩის N23-ში. გამაგრების სამუშაოები კრწანისის გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ხორციელდება.
პროექტები მოიცავს შენობების საძირკვლისა და კონსტრუქციული ელემენტების გამაგრებას, ასევე, ფასადების აღდგენას პირვანდელი სახით. გამაგრებითი სამუშაოები შენობათა ნაწილზე წლის ბოლო, ნაწილზე კი მომავალი წლისთვის დასრულდება.
ტეგები