სიახლეები
-
ჩეხი ინვესტორები სამეგრელო - ზემო სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავენ
ჩეხი ინვესტორები სამეგრელო- ზემო სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავენ. ამ მიზნით კომპანია Lichy Сonsulting -მა საქართველოში შვილობილი INVEST GROUP GE დააფუძნა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.. მემორანდუმი მხარეებს შორის ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. რაც მიზნად ისახავს -...
ვრცლად -
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს
ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა , სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ უბანში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი“ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 712 000 ლარით...
ვრცლად -
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე ახალი ხიდი აშენდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლბთან ერთად, მდინარე ყორათზე აშენებული ახალი ხიდი დაათვალიერა. ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე...
ვრცლად -
სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობა განახლდება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობა ერთი თვის ვადაში განახლდება,- ამის შესახებ bm.ge-ს შპს "ქართული სამშენებლო მასალების კომპანიის" ხელმძღვანელმა მინდია გუმბარიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, სენაკში 120-მილიონიანი ცემენტის ქარხნის პროექტში ცვლილებები შედის, რამაც დაახლოებით 7-8 თვე წაიღო. „ტექნიკურად შეიცვალა პროექტში კომპონენტები - რომელი...
ვრცლად -
ხობის მუნიციპალიტეტში 6 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებული სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა...
ვრცლად -
ფოთში სასწრაფო დახმარების ახალი სამედიცინო ცენტრი შენდება
ფოთში სასწრაფო დახმარების ახალი სამედიცინო ცენტრი შენდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი მალე ფოთის მოსახლეობას მოემსახურება. რეგიონული განვითარებისა...
ვრცლად -
ფოთში 106 მილიონი ლარის პროექტები იწყება
ფოთში საცურაო აუზი და მრავალფუნქციური კომპლექსს 14.5 მილიონად COBRA ააშენებს. სწორედ, კომპანია COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia არის ტენდერის გამარჯვებული. ფოთის მერიის ცნობით, სამუშაოები 2019 წლის მაისში უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ ფოთში კიდევ 2 ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერი დასრულდა. ფოთის წყალმარეგულირებელი ნაგებობის, ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული...
ვრცლად -
როგორი იქნება განახლებული ბოტანიკური ბაღი ზუგდიდში (+ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება...
ვრცლად -
ზუგდიდში საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის...
ვრცლად -
ფოთში, სანაპირო ზოლის განაშენიანებაზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება
ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა იგეგმება. სანაპირო ზოლის განაშენიანების ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება. დაგეგმილია 61 ათასი კვ. მეტრი ფართობის ზოლის ფილებით მოკირწყვლა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა, კაფეებისა და კომერციული ობიექტების...
ვრცლად