მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  თებერვალი  2018

    ფოთში 106 მილიონი ლარის პროექტები იწყება

    ფოთში საცურაო აუზი და მრავალფუნქციური კომპლექსს 14.5 მილიონად COBRA ააშენებს.

    სწორედ, კომპანია COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia არის ტენდერის გამარჯვებული.

    ფოთის მერიის ცნობით, სამუშაოები 2019 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

    აღსანიშნავია, რომ ფოთში კიდევ 2 ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერი დასრულდა.

    ფოთის წყალმარეგულირებელი ნაგებობის, ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერისიმედი“ შეასრულებს.

    პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

    პროექტის ღირებულება 1 340 268 ლარია. სამუშაოები 1 აგვისტოს დასრულდება.

    ხელშეკრულება გაფორმდა ჰოლანდიურ კომპანია „TAHAL Group BV”-თანაც. პროექტის ფარგლებში, ფოთში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბი სადგურები.

    სამუშაოების ღირებულება 89 943 800 ლარია. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს და იგი 2020 წლის 31 ივლისს დასრულდება.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები