სიახლეები
-
გლდანში, 13 000 კვ.მ ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყობა
თბილისში, გლდანის რაიონში, კერძოდ, მე-6 მიკრორაიონში, 13000 კვ.მ. ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა. პროექტი უკვე მზად არის. მას შემდეგ, რაც რიგი ცვლილებების შედეგად პროექტის დიზაინი უფრო დაიხვეწება, გამოცხადდება ტენდერი და სამუშაოები დაიწყება. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ ამ ადგილას პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო...
ვრცლად -
გენგეგმის ჯგუფი თბილისის მთავრობას 7 ახალ პარკს სთავაზობს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას მდინარე მტკვრის გარეშემო 7 საპარკე ტერიტორიას სთავაზობს. როგორც გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, მწვანე არეალების თვალსაზრისით თბილისში ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ეს პრობლემა აუცილებლად სწრაფად უნდა მოგვარდეს. მისივე თქმით, მდინარის ხევები...
ვრცლად -
თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე ძველი რიყის ქვის დემონტაჟი მიმდინარეობს ( ფოტო )
თბილისის მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე გზის რესტავრაცია მიმდინარეობს, ეწყობა ქვაფენილი. კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. ეტაპობრივად მიმდინარეობს ძველი რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების...
ვრცლად -
კახა კალაძე სოფელ დიღომში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სოფელ დიღომში სამი მთავარი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ყაზბეგის, ფიროსმანისა და რუსთაველის...
ვრცლად -
გლდანის რაიონში, 1200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი იგება
თბილისის გლდანის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების ქუჩაზე მდებარე N9 კორპუსამდე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების დასრულების შედეგად, ასფალტის ახალი საფარი დაახლოებით, 1200 კვ.მ ფართობზე დაიგება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“...
ვრცლად -
ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე, სამედიცინო ცენტრთან ერთად პარკის და მუზეუმის მოწყობა იგეგმება
ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრთან ერთად ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ექსკლუზიურად განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ინვესტორმა კომპანიამ შპს „ლეჩკომბინატი №1“ თბილისის მერიაში ესკიზური პროექტი 2018 წლის თებერვალში შეიტანა...
ვრცლად -
სასამართლომ სვეტის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია სვეტის წინააღმდეგ, ერთ-ერთი დაზარალებულის სარჩელი დღეს წარმოებაში მიიღო. როგორც bm.ge-ს მენაშენეების ადვოკატმა ირაკლი ბურჭულაძემ აცნობა, მისი კლიენტი კომპანია სვეტისგან გადახდილი რამდენიმე ათეული ათასი ლარის სრულად დაბრუნებას მოითხოვს. ჩემმა კლიენტმა დაკარგა ნდობა აღნიშნული კომპანიის მიმართ და აღარ აქვს ინტერესი...
ვრცლად -
”სვეტს” მივეცით შესაძლებლობა, გამოასწოროს შეცდომები
კომპანია ”სვეტს” მივეცით შესაძლებლობა, გამოასწოროს ჩვენს მიერ მითითებული შეცდომები და გამოსწორების შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, დარღვევები არის ორი მიმართულებით – უნებართვო მშენებლობა და სახანძრო უსაფრთხოება. ”ჩვენ როდესაც მოვედით...
ვრცლად -
თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი 4 თვით გადაიკეტა
თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით გადაიკეტა. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე...
ვრცლად -
ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება
ფონდი „ქართუს“ მორიგი საჩუქარი თბილისს - წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება, რომელიც სათავგადასავლო მარშრუტების, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს...
ვრცლად