მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  მარტი  2018

    სასამართლომ სვეტის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო

    თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია სვეტის წინააღმდეგ, ერთ-ერთი დაზარალებულის სარჩელი დღეს წარმოებაში მიიღო. როგორც bm.ge-ს მენაშენეების ადვოკატმა ირაკლი ბურჭულაძემ აცნობა, მისი კლიენტი კომპანია სვეტისგან გადახდილი რამდენიმე ათეული ათასი ლარის სრულად დაბრუნებას მოითხოვს. ჩემმა კლიენტმა დაკარგა ნდობა აღნიშნული კომპანიის მიმართ და აღარ აქვს ინტერესი გააგრძელოს თანამშრომლობა, ამიტომ ხელშეკრულების შეწყვეტას და ფულის სრულად დაბრუნებას ვითხოვთ. იმედი გვაქვს კომპანია კეთილგონიერებას გამოიჩენს და შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვლენ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე სარჩელი კიდევ მზადდება და მომავალ კვირას სასამართლოში მათაც შეიტანენ.



    როგორც ადვოკატი აცხადებს, მასთან კონსულტაციებს გადიან კომპანია სვეტის ბათუმის პროექტის მენაშენეებიც, სადაც მშენებლობა ასევე შეჩერებულია. წინასწარი ინფორმაციით, რასაც ადვოკატი ფლობს, მოსალოდნელია, რომ მენაშენეებმა ამ შემთხვევაშიც თანხების უკან დაბრუნება მოითხოვონ.



    დაზარალებულების ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასამართლო საბოლოოდ სარჩელებს გააერთიანებს, რაც პროცედურულად საქმის წარმოებას გაამარტივებს. 

     

    შეგახსენებთ, რომ კომპანია სვეტის პროექტებს თბილისსა და ბათუმში უკვე რამდენიმე კვირაა პრობლემები აქვს. გაირკვა, რომ ზოგიერთ ობიექტზე კომპანიას სამშენებლო ნებართვა საერთოდ არ ჰქონდა, ზოგან კი სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობდა. კომპანიამ ასევე გააუქმა სადაზღვევო ხელშეკრულებები ალდაგთან, თბილისისა და ბათუმის პროექტებზე, რის შედეგადაც სადაზღვევო კომპანიამ დაკარგა იურიდიული ბერკეტი და უფლება, საჭიროების შემთხვევაში თავად დაასრულოს საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები