სიახლეები
-
ქვიშხეთი-ზვარეს 8,5 კმ-იანი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულდა
საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაური შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად...
ვრცლად -
ხაშურსა და სურამში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროს გიორგი პაპიაშვილთან და საკრებულოს წევრ, არჩილ ჩაჩანიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. დაბა სურამში, ამაღლების ქუჩაზე, 700 გრძივ მეტრიანი ბეტონის გზა ეწყობა. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 174 999 ლარია, მნიშვნელოვნად...
ვრცლად -
სურამის უნიკალურ ტყეში სასტუმრო აშენდება
სურამის უნიკალურ ტყეში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო მოეწყობა. სასტუმროს კომპანია “სურამი პალასი” ააშენებს. კომპანიამ სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში გაიმარჯვა. სააგენტოს ცნობით, აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და ქონების საწყისი ფასი თითქმის 9-ჯერ გაიზარდა. გამარჯვებული 243 “ბიჯის” შემდეგ გამოვლინდა...
ვრცლად -
თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის აშენებით 72 სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება
კომპანია „საქართველოს მელიორაცია“ თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის მშენებლობას 2018 წელს დაიწყებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, შიდა ქართლში ფერმერებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე ყოველთვის ყველაზე მწვავედ სარწყავი წყლის საკითხი იდგა. „თეძამის წყალსაცავის პროექტის განხორციელება შიდა ქართლის ფერმერებს სარწყავი წყლის პრობლემას...
ვრცლად -
გორში მშენებარე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სისტემატურად ეცნობა. მინისტრმა ამჯერად, გორში მშენებარე მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა. ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სპორტის სასახლის...
ვრცლად -
ქარელში, ბრეძა - ჭვრინისის დამაკავშირებელი ახალი გზა კეთდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს და გზებზე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზურაბ ალავიძემ ამჯერად ქარელში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბრეძა - ჭვრინისის 3 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება და წესრიგდება...
ვრცლად -
ქალაქ კასპში #1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილი #1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს "თბილი სახლი"ახორციელებს, პროექტის ღირებულება 6 006 910 ლარია.
ვრცლად -
რიკოთამდე ახალ გზას იტალიური კომპანია ASTALDI ააშენებს
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 15კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობას იწყება. სამუშაოებს იტალიური სამშენებლო კომპანია ASTALDI S.P.A შეასრულებს. მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) აფინანსებს. ხელშეკრულების ღირებულება 353 729 415 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით...
ვრცლად -
აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდება
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების...
ვრცლად -
ხაშურში მინი სტადიონის რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარი დაიხარჯა
ხაშურში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.სპორტის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს უკვე აქვთ ღია, თანამედროვე სპორტული მოედანი და დღეიდან შეუძლიათ გამართონ შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. დასრულებული სამუშაოები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ...
ვრცლად