მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  ნოემბერი  2017

    სურამის უნიკალურ ტყეში სასტუმრო აშენდება

    სურამის უნიკალურ ტყეში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო მოეწყობა.


    სასტუმროს კომპანია “სურამი პალასი” ააშენებს. კომპანიამ სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში გაიმარჯვა.
    სააგენტოს ცნობით, აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და ქონების საწყისი ფასი თითქმის 9-ჯერ გაიზარდა. გამარჯვებული 243 “ბიჯის” შემდეგ გამოვლინდა, გამარჯვებულმა აუქციონზე მიწის ნაკვეთი, რომელიც 906 კვ.მეტრია, 275 000 ლარად შეიძინა.


    პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდება.


    პროექტის ფარგლებში სულ რეალიზებულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 58,2 მლნ ლარია.

     

     


პარტნიორები