სიახლეები
-
25 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის აშენებით 72 სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება
კომპანია „საქართველოს მელიორაცია“ თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის მშენებლობას 2018 წელს დაიწყებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, შიდა ქართლში ფერმერებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე ყოველთვის ყველაზე მწვავედ სარწყავი წყლის საკითხი იდგა.
„თეძამის წყალსაცავის პროექტის განხორციელება შიდა ქართლის ფერმერებს სარწყავი წყლის პრობლემას მოუხსნის. პროექტის განხორციელებით მკვეთრად შემცირდება კლიმატით გამოწვეული ნეგატიური მოვლენები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ახალი წყალსაცავი 72 სოფელს მოუხსნის სარწყავი წყლის პრობლემას.
თეძამის წყალსაცავის პროექტის პრეზენტაციას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძეც ესწრებოდა, რომელმაც რეგიონისთვის წყალსაცავის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ფერმერებისა და მოსახლეობის დაკვეთით შეიქმნა.
წყალსაცავის პროექტის თანახმად არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.