სიახლეები
-
თბილისში გოძიაშვილის ქუჩის II შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩის II შესახვევში, გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები და გამოიცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის დაკვეთით შპს “ჯეუ გრუპი” ასრულებს.
ვრცლად -
თბილისში თოფურიას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის საბურთალოს რაიონში, თოფურიას ქუჩის №12-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყობა საბავშვო მოედანი, შეიცვლება საჩრდილობელი, ბილიკები, ურნები და სკამები. სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ჯეო პარკი“ აწარმოებს.
ვრცლად -
ზემო ლარსზე პირველი ლოჯისტიკური ტერმინალი შენდება – განტვირთავს თუ ეს არა საცობებს საზღვარზე?
ბრიტანული კომპანია Murphy Shipping -ი საქართველოში, ლოჯისტიკური ტერმინალების მშენებლობაში 560 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც „კომერსანტისთვის" გახდა ცნობილი, კომპანიის ქართული წარმომადგენლობა Murphy Holding-ის პირველი პროექტი საქართველოში ყაზბეგში იქნება და მას კომპანია Murphy Kazbegi-ი განახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყაზბეგში, ზემო ლარსის ტერიტორიაზე საბაჟო...
ვრცლად -
გორში საცხოვრებლ სახლს ხანძარი გაუჩნდა
ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში მცხოვრებ კარპენკოვების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც მეორე სართულის სახურავი, ჭერი, ოთახები და ავეჯი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე და გუბერნატორის მოადგილე, სიმონ გულედანი იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცვნენ.
ვრცლად -
სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. როგორც დეპუტატმა ილია წულაიამ "საქმის კურსს" განუცხადა, ჯგუფი მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს და ამ პროცესში როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. "ეს საკითხი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა როგორც კერძო სექტორთან, ისე მერიასა და...
ვრცლად -
ჩინეთში დასრულდა „ტიტანიკის“ ნატურალური ზომის ასლის გემის კორპუსის მშენებლობა
„ტიტანიკის“ ასლი სპეციალურ ჰიდრავლიკურ ბიჯგებზე იდგება, რომელთა დახმარებითაც ტურისტებისთვის აისბერგთან შეჯახებისა და ხომალდის ჩაძირვის სიმულაციას შექმნიან. ჩინეთში დასრულდა ხომალდ „ტიტანიკის“ ნატურალური ზომის ასლის კორპუსის მშენებლობა, რომელსაც სიჩუანის პროვინციაში ტურისტებისთვის აგებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჩინეთის საერთაშორისო...
ვრცლად -
საქართველოში შესაძლოა ქონების ამოღების ახალი წესები ამოქმედდეს
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ექსპროპრიაციის შეფასებისა და მისი ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმები. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები უახლოეს პერიოდში შეუდგებიან კანონპროექტის განხილვას, რომელშიც ასახულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის შეფასების...
ვრცლად -
"რიკოთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დაგეგმარებაა,რომლის პროექტირებაზე საუკეთესო პროფესიონალებია მობილიზებული"
"რიკოთის პროექტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროექტად ითვლება, ამიტომ ამ მონაკვეთის პროექტირებაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯგუფებია მობილიზებული“, - განაცხადა საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ. მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთზე მშენებლობაზე ტენდერი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. „ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ კარგ და უსაფრთხო...
ვრცლად -
კურორტ გოდერძიზე “ალპური ბაღის“ მშენებლობა იგეგმება
კურორტ გოდერძიზე “ალპური ბაღის“ მშენებლობა იგეგმება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძეს თქმით, სატყეო სფეროს განვითარებას აჭარის რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. “ჩვენი მხარე მდიდარია ამ რესურსით და დიდი პერსპექტივა აქვს სატყეო ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია კურორტ გოდერძზე...
ვრცლად -
ანაკლიაში განსახლების ხელშეკრულება 101 მესაკუთრესთან გაფორმდა
ანაკლიის პორტის მშენებლობის არეალში მოყოლილი პირები საკუთრებას ტოვებენ. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში "კომერსანტს" განუცხადეს, ამ ეტაპზე 101 მესაკუთრესთან არის განსახლების ხელშეკრულება გაფორმებული. გახანგრძლივდა ქონების დატოვების ვადა. შესაბამისი კონპენსაციის გადახდის შემდეგ, მათ ქონება 30 ივნისამდე უნდა დატოვონ, ნაცვლად 15 აპრილისა. პორტის მშენებლობის...
ვრცლად



