სიახლეები
-
თბილისში გოძიაშვილის ქუჩის II შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩის II შესახვევში, გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები და გამოიცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა.
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის დაკვეთით შპს “ჯეუ გრუპი” ასრულებს.




