სიახლეები
-
19 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
კურორტ გოდერძიზე “ალპური ბაღის“ მშენებლობა იგეგმება
კურორტ გოდერძიზე “ალპური ბაღის“ მშენებლობა იგეგმება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძეს თქმით, სატყეო სფეროს განვითარებას აჭარის რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
“ჩვენი მხარე მდიდარია ამ რესურსით და დიდი პერსპექტივა აქვს სატყეო ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია კურორტ გოდერძზე “ალპური ბაღის“ მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს სატყეო ტურიზმის განვითარებას.
პატარაძემ სატყეო მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს უმასპინძლა. გერმანულმა მხარემ აჭარის მტავრობას სწორედ სატყეო მეურნეობაზე გადასვლასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა როგორც ინტელექტუალური, ისე ფინანსური და ტექნიკური მიმართულებით. აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, ეტაპობრივად, სხვადასხვა პროექტი განხორციელდება.
გერმანიაში ეკონომიკურად კარგად განვითარებული ჰესენის მხარე ცნობილია სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში არსებული გამოცდილებით. ჰესენის ტყეების მართვის ინსიტიტუციური მოწყობა, ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო, მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მათი გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისათვის, აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის 65 % ტყის მასივებს უკავია.
“მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გერმანიის ფედერაციის ჰესენის მიწის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჩვენი რეგიონის განვითარების საკითხები, სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყოფილია 3 მლნ ევრო გრანტი, რომელიც მოხმარდება სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას, ჩვენი რეგიონის მომავალ“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სატყეო სექტორის როლი განსაკუთრებით დიდია მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური, ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ბალანსის უზრუნველყოფაში.
,,მოხარული ვარ, რომ აჭარაში ვიმყოფები. უნდა ვითანამშრომლოთ გარემოს განვითარებისთვის, განსაკუთრებიით ტყეების ეკოსისტემების მიმართულებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. ბევრი გამოწვევაა ამ მიმარTულებით. ვისაუბრეთ ტყეების დაცვაზე, კონსერვაციასა და რეკრეაციაზე, რაშიც მთავარ როლს ტურიზმი ასრულებს. ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა პროდუქტიული იქნება და პოზიტიურად განვითარდება“-აღნიშნა კარსტენ ვილკემ.