სიახლეები
-
თბილისში თოფურიას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის საბურთალოს რაიონში, თოფურიას ქუჩის №12-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყობა საბავშვო მოედანი, შეიცვლება საჩრდილობელი, ბილიკები, ურნები და სკამები.
სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ჯეო პარკი“ აწარმოებს.




