სიახლეები
-
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების რეკორდული ტრანზაქცია დაფიქსირდა
სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, უძრავი ქონების კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, თბილისში რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია დაფიქსირდა და დაახლოებით 28,000 ერთეული შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დასრულდა 200-მდე სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში მოიცავს 33,000 ბინას. რაც...
ვრცლად -
თბილისში განათება – ინსოლაციის ნორმები დარღვეულია, უძრავი ქონების ფასი იკლებს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის გაცხადებით, დედაქალაქში დარღვეულია განათება- ინსულაციის ნორმები, რაც მოქალაქეებს ძალიან ცუდ პირობებს უქმნის, ნეგატიურად მოქმედებს უძრავი ქონების ფასზე და მათ ღირებულებას ამცირებს. ბოლქვაძის თქმით, აუცილებელია, ქალაქმა განათება – ინსოლაციის ნორმები...
ვრცლად -
კომპანია "m2 - უძრავი ქონება" თელავში სასტუმროს ააშენებს
კომპანია "m2 - უძრავი ქონება" თელავში სასტუმროს ააშენებს. BGEO-ს ცნობით, კომპანიამ კახეთში, თელავში 8512 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 1.5 მლნ დოლარად შეიძინა და ადგილზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში 130 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. თელავი ყველაზე დიდი ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში და ტურისტულადაც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება. BGEO -ს აღმასრულებელი...
ვრცლად -
საქართველოში უძრავი ქონების პირველი გამოფენა-გაყიდვა დაიწყო
„არეა ექსპო 2018“ უძრავი ქონების პირველი გამოფენა-გაყიდვა საქართველოში! წარმოდგენილია საქართველოში დეველოპერების მიმდინარე, დასრულებული და სამომავლო პროექტები. გამოფენა 1 აპრილამდე გაგრძელდება
ვრცლად -
ბანკები იპოთეკით დატვირთულ ქონებას 3 წელი ვეღარ გაყიდიან
„ბოლო საცხოვრისის“ პრინციპს აბსოლუტურად მივესალმები, რადგან ეს მიდგომა მოქმედებს ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში და არის სრულად გამართლებული. არ შეიძლება ბანკს პირდაპირ გამოსახლება შეეძლოს მოქალაქის და თუ ევროპაში გვინდა, მაშინ მისი ღირებულებებიც უნდა მივიღოთ“,- ასე აფასებს ეკონომიკის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ საკანონმდებლო...
ვრცლად -
m2-მა ყაზბეგის გამზირზე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გახსნა
საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „რამადას“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გაიხსნა. „რამადა“ მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის „ვინდჰემის“ წევრია და 2017 წელს ევროპის ყველაზე მზარდ ბრენდად დასახელდა. სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ ეკუთვნის და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს. სასტუმრო პირველმა...
ვრცლად -
„საკანონმდებლო რეგულაციები უძრავ ქონებას გააძვირებს“
ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება, რომ საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა გატარებაც სამშენებლო სექტორის მიმართებით იგეგმება, ბიზნესზე უარყოფითად აისახება. კერძოდ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეგულაციების გამკაცება სამშენებლო კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის, რაც ავტომატურად აისახება უძრავი ქონების ფასებზე. „მენაშენთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა თორნიკე...
ვრცლად -
კურორტ ლიბანში ყოფილი სანატორიუმი იყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს– სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში აუქციონზე კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი „სანატორიუმი ლიბანი“ გასაყიდად გამოიტანა. სანატორიუმი მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში – ამპირის სტილშია აშენებული. შენობის მთავარი...
ვრცლად -
ახალი სტანდარტები მშენებარე ბინებს გააძვირებს
"სამშენებლო ობიექტებზე ახალი ტიპის ნორმების დაწესებამ, შესაძლოა, დედაქალაქში მშენებლობა და შემდეგ უკვე დასრულებული ბინების ფასი გააძვიროს. ამ მოსაზრების რეალურ საფუძველს იძლევა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით ჩატარებული შემოწმება, რომლის საფუძველზეც სამშენებლო საკითხების მოწესრიგებაზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ ობიექტს, ხოლო 54-ს მშენებლობის...
ვრცლად -
გრანდიოზული პროექტი Alliance Palace - ის მშენებლობის პროცესის ფოტოკადრები THOUSE.GE
41 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ალიანს პალასი ( Alliance Palace ) რომლის მშენებლობა ბათუმში მიმდინარეობს. 1-6 სართულზე მსოფლიო ბრენდის 'ქორთიარდ მერიოტის'-ის 150 ნომრიანი სასტუმრო, ხოლო 7-41 სართულზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება. Alliance Palace - ი მოიცავს ყველა 5 ვარსკლავიან სერვისსა და ინფრასტრუქტურას რომელიც აუცილებელია პრემიუმ კლასის ცხოვრებისათვის THOUSE.GE...
ვრცლად