მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  მარტი  2018

    ბანკები იპოთეკით დატვირთულ ქონებას 3 წელი ვეღარ გაყიდიან

    „ბოლო საცხოვრისის“ პრინციპს აბსოლუტურად მივესალმები, რადგან ეს მიდგომა მოქმედებს ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში და არის სრულად გამართლებული. არ შეიძლება ბანკს პირდაპირ გამოსახლება შეეძლოს მოქალაქის და თუ ევროპაში გვინდა, მაშინ მისი ღირებულებებიც უნდა მივიღოთ“,- ასე აფასებს ეკონომიკის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დატვირთულ ქონებას „ბოლო საცხოვრისს“ ბანკები 3 წელი ვეღარ გაყიდიან.



    მისივე თქმით, ბიზნესასოციაციის წევრთა კონტარგუმენტები იმის შესახებ, რომ ინიციატივის აღსრულების შემდგომ მოქალაქეები სესხებს ვეღარ აიღებენ და ვერც ბანკები გასცემენ იპოთეკურ სესხებს, არის არარეალური.



    „მოქალაქეები იპოთეკურ სესხებს ძირითადად იღებენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რასაც სახელწმიფო ჯანდაცვის დაფინასებით უნდა აგვარებდეს და მეორე მიზეზია ბიზნესის წამოწყება. ამ შემთხვევაში კი არსებობს ბიზნესესხები და თუ ამის მიუხედავად მოქალაქე იღებს იპოთეკურ სესხს, ესე იგი საბანკო სექტორშია პრობლემა, ანუ ბანკები არ გასცემენ ბიზნესსესხებს. რაც შეეხება იმ კონტრარგუმენტს, რომ დაეცემა უძრავი ქონების ლიკვიდურობა, არის ასევე გაუმართლებელი. ლიკვიდურობა ისევ ბანკისთვის თუ დაეცემა, თორემ ბაზარზე გასაყიდად რომ გაიტანო ქონება, აქ პრობლემა არ იქნება. ამიტომ ბიზნესასოციაციის პოზიცია არის მიუღებელი“,- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.



    მერაბ ჯანიაშვილის მოსაზრებას სრულად იზიარებს ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა არის პოზიტიური, რადგან მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება დაფარონ სესხი და შეინარჩუნონ ქონება. ასევე აღნიშნული სიახლე მათთვის იქნება სტიმული, რათა დროულად მოიძიონ საჭირო თანხები.



    „ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის ეს არის ცასალხად პოზიტიური მოვლენა. რაც შეეხება ბანკებს, რეალურად არც ისინი ზარალდებიან. საქმე იმაშია, რომ პრაქტიკაში არ არის მიღებული კომერიცული ბანკები ფლობდნენ უძრავ ქონებას. წესით ვალის დაფარვის მომენტშივე ბანკმა ქონების რეალიზაცია უნდა მოახდინოს ღია აუქციონზე და დაფაროს სესხის ვალდებულება, დანარჩენი თანხა კი მფლობელს უბრუნდება. ჩვენთან ასე არ ხდება, რაც დაუშვებელია“,- განმარატავს ხომიზურაშვილი.

     

    მისივე თქმით, არასწორია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში, ბანკები აღარ გასცემენ იპოთეკურ სესხებს. როგორც ვახტანგ ხომიზურაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იპოთეკური სესხები ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველყოფილი სესხია, რაზეც ბანკი უარს არასდროს იტყვის.



    „იპოთეკურ სესხს არ გააჩნია ალტერნატივა, ანუ მისი ჩანაცვლება სხვა ანალოგიური პროდუქტით პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან ბანკებს არ აწყობთ მასზე უარის თქმა, რადგან შემოსავალი არ ექნებათ. მეტიც, ფაქტობრივად, არც კი შეიზღუდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ბანკებს მოუწევთ მოზიდული სადეპოზიტო ბაზის შემცირება, რადგან ამ დეპოზიტებს ვეღარ დააბანდებენ სესხებში, ამაზე კი უბრალოდ არ წავლენ. ვინც ამბობს, რომ იპოთეკურ სესხებს ბანკები ვეღარ გასცემენ ან მოქალაქეები ვერ მიიღებენ, ეს სპეციალურად შემოგდებული თემაა“,- განმარტავს ხომიზურაშვილი.



    ის, რასაც ვახტანგ ხომიზურაშვილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში არ მიესალმება, ეს მხოლოდ კეთილსინდისიერი მყიდველის უფლებების შეზღუდვაა. კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში მოვალეს გასხვისებული ბოლო საცხოვრისის გამოსყიდვა შეუძლია იმ ოდენობის თანხით, რამდენადაც გაიყიდა უძრავი ქონება იძულებით აუქციონზე. კანონიერ მესაკუთრეს კი ქონების გამოთხოვება სასამართლოს გზიით შეეძლება. ვახტანგ ხომიზურაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ახალი მყიდველის უფლებები საკანონმდებლო დონზე ირღვევა.



    „ის არის კეთილსინდისიერი შემძენი ამ უძრავი ქონების და თუ წაერთმევა ეს ქონება თუნდაც სასამართლოს გზით, მაინც არაკონსტიტუციურ მიდგომად მიმაჩნია“,- განმარტავს ხომიზურაშვილი.



    ვახტან ხომიზურაშვილის ამ პოზიციას იზიარებს „აფბას“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანიც. მისი თქმით, ეს საკითხი არის საკმაოდ ბუნდოვანი, რადგან ერთი სოციალური ჯგუფების დაცვით, ილახება სხვა ჯგუფების უფლებები.



    „ეს საკითხი ან უფრო დასაზუსტებელია, ან თუ ასეა, მაშინ არასწორია. რაც შეეხება ზოგადად ინიციატივას, მე არ მგონია აღნიშნულმა რეალური შედეგი გამოიღოს. გაუაზრებლად მიმაჩნია ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან სერიოზული პრობლემები შეექმნება საბანკო სექტორს, როგორც ერთ-ერთ მძლავრ ორგანოს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის. შესაძლოა სახელმწიფომ მოახდინოს ბიუჯეტიდან იმ ადამიანების სუბსიდირება, რომელთაც ბოლო საცხოვრისი აქვთ და ასეთი რამ ბევრგან ხდება, მაგრამ ამის გამო ბანკებმა არ უნდა იზარალონ. ზოგადად, როცა მოქალაქე თავის ქონებას დებს ბანკში, პასუხისმგებელიც თავადაა და აქ რისკების კარგად არ შეფასება უფროა პრობლემა, ვიდრე სხვა რამ“,-განმარტავს გვიდიანი.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები