მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  აპრილი  2018

    თბილისში განათება – ინსოლაციის ნორმები დარღვეულია, უძრავი ქონების ფასი იკლებს

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის გაცხადებით, დედაქალაქში დარღვეულია განათება- ინსულაციის ნორმები, რაც მოქალაქეებს ძალიან ცუდ პირობებს უქმნის, ნეგატიურად მოქმედებს უძრავი ქონების ფასზე და მათ ღირებულებას ამცირებს.
    ბოლქვაძის თქმით, აუცილებელია, ქალაქმა განათება – ინსოლაციის ნორმები დაიცვას და ეცადოს, არ დააგდოს უძრავი ქონების ფასი.


    “თქვენ ნახავთ უამრავ შემთხვევას, როდესაც შენობების განაშენიანების რეგულირების გეგმების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა განათების თვალსაზრისით ნორმები დარღვეულია. ამით კი მოქალაქეებს, სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, ძალიან ცუდი პირობები ექმნებათ. რეალურად, ეს წარმოქმნის ქალაქის ძალიან ცუდ საბინაო ფონს, ეცემა უძრავი ქონების ფასი მაშინ, როდესაც ევროპის ყველა ქალაქი ფასის აწევაზე ფიქრობს, სხვადასხვა ხერხით”, – აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე.


    ​მისივე თქმით, გენგეგმის ჯგუფმა შეიმუშავა თბილისის მთავრობისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი შეიმუშავა, რომლებიც მოცემულია დოკუმენტში.
    როგორც მერაბ ბოლქვაძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისში არის ტერიტორიები, სადაც 10, 12 და 15 ჰექტარზე ვითარდება რეგულირების გეგმა, ასეთი ტერიტორია თბილისში 4-ია. ამ ტერიტორიების ერთიანი გეგმის გარეშე განვითარება დაუშვებელია.


    “იმისათვის, რომ კანონთან ვყოფილიყავით შესაბამისობაში, ასეთი ტერიტორიებისთვის შემოვიღეთ განაშენიანების რეგულირების გეგმის კიდევ დამატებითი საფეხურები, დამატებითი მოთხოვნები კოეფიციენტის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მათ შორის რეკრეაციულ ზონაში საცხოვრისის აშენების აკრძალვა და სხვა”, – აცხადებს გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები