მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  ოქტომბერი  2017

    გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი (ლოტი I) გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს...

    ვრცლად
  • 18  ოქტომბერი  2017

    პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

    საქართველოს პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შესაბამის საკითხებზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. ოხანაშვილის ინფორმაციით, კომისია რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელიც პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის...

    ვრცლად
  • 17  ოქტომბერი  2017

    ქალაქ კასპში #1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

    ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილი #1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს "თბილი სახლი"ახორციელებს, პროექტის ღირებულება 6 006 910 ლარია.  

    ვრცლად
  • 17  ოქტომბერი  2017

    SOLO-ს მომხმარებლები King David-ის კომპლექსში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ

    SOLO და King David-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, SOLO მომხმარებლები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენისას ფასდაკლებითა და იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. სპეციალურად SOLO მომხმარებელს, აქვს უნიკალური შესაძლებლობა King David-ში საცხოვრებელი ბინა განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოს და 6 თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღოს ბინისა და...

    ვრცლად
  • 17  ოქტომბერი  2017

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა. დაზიანებულია სახურავის 40%. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უკვე ესაუბრა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, რის შემდეგაც გამარტივებული ტენდერი...

    ვრცლად
  • 17  ოქტომბერი  2017

    ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელამ ცენტრალური გზა დააზიანა

    სტიქიამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დააზიანა. ამჟამად, სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია. მგზავრებს გადაადგილება ხარაგაული-კიცხის მიმართულებით შეუძლიათ. გასული ორი დღის განმავლობაში ხანგრძლივი წვიმის შედეგად, პრობლემები შეექმნა კიდევ რამდენიმე სოფელს...

    ვრცლად
  • 17  ოქტომბერი  2017

    2018 წელს ძალიან ბევრი პროექტის ერთდროულად დაწყება იგეგმება

    თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა, - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 84-მილიონიანი ინვესტიცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. პრემიერმა თბილისს და თბილისელებს მიულოცა ახალი მეტროსადგურის ამუშავება, რომლის 20 წელზე მეტხანს შეჩერებული მშენებლობა 2015 წელს განახლდა და...

    ვრცლად
  • 17  ოქტომბერი  2017

    მესტიაში სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    დ.მესტიაში მდებარე სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც 370 152 ლარი დაჯდა დასასრულს უახლოვდება. სამშენებლი სამუშაოებს ასრულებს შპს. "დოკასპორტი" .        

    ვრცლად
  • 16  ოქტომბერი  2017

    კრწანისის რაიონში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

    ​თბილისის კრწანისის რაიონში, XIX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. გორგასლის ქუჩის III ჩიხში მდებარე ავარიულ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და კრწანისის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით შარშან დაიწყო. პროექტის ფარგლებში გამაგრდა შენობის...

    ვრცლად
  • 16  ოქტომბერი  2017

    თბილისში ბეტონის ფილების მწარმოებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

    თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა. „მეგაპროდაქშენი“ ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს. საწარმო დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ ახლადგახსნილი საწარმო მშენებლობის სფეროში ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოიტანს. “ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს...

    ვრცლად

პარტნიორები