სიახლეები
-
17 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელამ ცენტრალური გზა დააზიანა
სტიქიამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დააზიანა.
ამჟამად, სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია. მგზავრებს გადაადგილება ხარაგაული-კიცხის მიმართულებით შეუძლიათ.
გასული ორი დღის განმავლობაში ხანგრძლივი წვიმის შედეგად, პრობლემები შეექმნა კიდევ რამდენიმე სოფელს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გამგეობის სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.