მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ოქტომბერი  2017

    კრწანისის რაიონში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

    ​თბილისის კრწანისის რაიონში, XIX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. გორგასლის ქუჩის III ჩიხში მდებარე ავარიულ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და კრწანისის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით შარშან დაიწყო.
    პროექტის ფარგლებში გამაგრდა შენობის კონსტრუქცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადს, მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა და მიმდებარე ტერიტორიაზე ქვაფენილი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი. რეაბილიტირებული შენობა მე-19 საუკუნის 80-იანი წლებით თარიღდება.

     

     

     

     


პარტნიორები