მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  ოქტომბერი  2017

    თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე 500 მლნ ლარი დაიხარჯება

    თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე, დაახლოებით 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც კახა კალაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განმარტა, ძველი თბილისი შეირჩა იმიტომ, რომ იქ მრავალფეროვანი კულტურა, ისტორიული ძეგლები და შენობა-ნაგებობები არის და ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა სჭირდება.

    „რატომ ძველი თბილისი?- ეს არის ის, რითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი, სადაც არის ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა, ისტორიული ძეგლები, შენობა-ნაგებობები და შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება. ეს არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოიტანეს, შესაბამისად ამას უნდა მოვეფეროთ, უნდა მოვუაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში, 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ეტაპობრივი აღდგენას და რეაბილიტირებული ძეგლების დაცვას განხორციელდება.

     

     

     

     


პარტნიორები