სიახლეები
-
ბაკურიანისა და მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება დასრულდა
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ "არქიტექტურული ბიურო“ შეიმუშავა, ბაკურიანში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები გაეცნენ. დოკუმენტაციის საჯარო განხილვაში "არქიტექტურული ბიუროს“...
ვრცლად -
გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის მიღწევები დაასახელა
წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერმა 2017 წელი შეაჯამა და ის პრორიტეტები დაასახელა, რომელიც მთავრობის მთავარ ფოკუსში 2018 წელს იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა და ამიტომ, მთავრობა ახალი დღის წესრიგით მოქმედებას იწყებს. პრემიერის მიერ წლის შეჯამებას GBC უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი...
ვრცლად -
m2 საბურთალოზე სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს ააშენებს
BGEO მისი შვილობილის "m2 უძრავი ქონების" მიერ მსხვილი კონტრაქტის მოპოვებაზე აცხადებს. უძრავი ქონების კომპანიამ $11.6 მილიონის კონტრაქტი სამშენებლო კომპანიამ „bk counstruction”-თან გააფორმა, რაც თბილისში, საბურთალოზე სავაჭრო და ბიზნესცენტრის მშენებლობას გულისხმობს. პროექტი სავარაუდოდ იანვარში დაიწყება და დაწყებიდან 16 თვეში დასრულდება. შეგახსენებთ, კომპანია „m2 უძრავი...
ვრცლად -
თიბისი ბანკი ახალი კონცეფციის სათაო ოფისის მშენებლობას აპრილიდან დაიწყებს.
თბილისის ბიზნეს ცენტრი - ასე ჰქვია ინოვაციურ კომპლექსს, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდება. დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით ჰოლაინდიელმა ფრანს ვან ვუურემ შექმნა. პროექტის განხორციელებაში ერთვება მსოფლიო გამოცდილების მქონე ესპანური TYPSA- ც. კომპლექსის გახსნა კი, 2021 წელს იგეგმება. თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა...
ვრცლად -
პეის ჯორჯია ფოთში ახალი ტერმინალის დაფინანსებაზე OPIC -ის პასუხს თებერვლისთვის ელის
" $100-მილიონიანი პროექტში OPIC -ისგან ს 50 მლნ დოლარის თანადაფინანსების საკითხი ბორდმა სწორედ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში უნდა განიხილოს", - ამის შესახებ საქართველოს უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიის „პეის ჯორჯიას“ დირექტორმა „მაესტროზე“ განაცხადა. ირაკლი თათეიშვილის თქმით, პროექტისთვის 50 მილიონი ქართულმა მხარემ უნდა გაიღოს. მშენებლობის დაწყება 2018 წელს...
ვრცლად -
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ვერჰარნის ქუჩის N7-ში ახალი სკვერი გაიხსნა. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, განათებები, სავარჯიშო...
ვრცლად -
უმსხვილესი ჩინური კომპანია ZPMC-ი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ერთვება
უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZPMC-ი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ერთვება. კომპანიამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელი მოაწერა წინარე ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ZPMC-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უერთდება და კონსორციუმის გრძელვადიანი პარტნიორი ხდება. შეთანხმების მიხედვით, უმსხვილესი ჩინური კომპანია პორტის მშენებლობაში მინიმუმ 50...
ვრცლად -
თბილისში, კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება
თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, მომავალ წელს კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი მომზადდება. სამუშაოების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, დეტალები პროექტის შედგენის შემდეგ დაიგეგმება. ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად, მე-19 ოლქის...
ვრცლად -
„არქი ჯგუფმა“ ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ბინით დააჯილდოვა
“არქი ჯგუფმა“ ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს ბინა გადასცა. ოთხოთახიანი ბინა, რომლითაც მსოფლიო რეკორდსმენი დაჯილდოვდა, „არქი ჯგუფის“ ახალ პროექტში საბურთალოზე მდებარეობს. „არქი საბურთალო“ მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩის კვეთაზე აშენდება. პროექტი 22 სართულიანია, რომელიც კომერციულ ფართს, ღია და დახურულ ავტოსადგომსა და...
ვრცლად -
უსაფრთხოების დაუცველობა ! ქუთაისში მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა ერთი ობიექტის მშენებლობაზე
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსის მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ობიექტს არ ჰქონდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ. „უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვლა ამ ობიექტის მშენებლობაზე. ჩემი ძმა ამბობდა, რომ...
ვრცლად



