სიახლეები
-
28 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
პეის ჯორჯია ფოთში ახალი ტერმინალის დაფინანსებაზე OPIC -ის პასუხს თებერვლისთვის ელის
" $100-მილიონიანი პროექტში OPIC -ისგან ს 50 მლნ დოლარის თანადაფინანსების საკითხი ბორდმა სწორედ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში უნდა განიხილოს", - ამის შესახებ საქართველოს უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიის „პეის ჯორჯიას“ დირექტორმა „მაესტროზე“ განაცხადა.
ირაკლი თათეიშვილის თქმით, პროექტისთვის 50 მილიონი ქართულმა მხარემ უნდა გაიღოს. მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება და როგორც ბიზნესმენი ამბობს სწრაფი ტემპით განხორციელდება.
პროექტი ზღვის ფსკერის დაღმავებას და 3 ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს. მასში ინტეგრირდება უკვე არსებული მშრალი ტვირთების ტერმინალიც.
ირაკლი თათეიშვილმა ტვირთბრუნვის შემცირებაზეც ისაუბრა, თქვა, რომ ვარდნა რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და რუსეთის გავლით ალტერნატიული მარშრუტის გააქტიურებამ განაპირობა, თუმცა საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ გაწეული სამუშაოების შემდეგ „პეის ჯორჯიაში“ მომვალი წლიდან ტვირთბრუნვის ზრდას ელიან, ძირითადად შუა აზიის ქვეყნებიდან გადმომისამართებული ტვირთების ხარჯზე.ტეგები