მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  დეკემბერი  2017

    თიბისი ბანკი ახალი კონცეფციის სათაო ოფისის მშენებლობას აპრილიდან დაიწყებს.

    თბილისის ბიზნეს ცენტრი - ასე ჰქვია ინოვაციურ კომპლექსს, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდება. დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით ჰოლაინდიელმა ფრანს ვან ვუურემ შექმნა.

    პროექტის განხორციელებაში ერთვება მსოფლიო გამოცდილების მქონე ესპანური TYPSA- ც. კომპლექსის გახსნა კი, 2021 წელს იგეგმება.

    თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აშენებული შენობა ენერგოეფექტურიც იქნება და 2000 ადამიანს დაიტევს.

    25 წლიანი გამოცდილების უმსხვილესი ადგილობრივი ინვესტორისთვის უმთავრესი თანამშრომელთა კეთილდღეობაა და ამისთვის როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, სახელფასო ფონდითაც თიბისი პირველ სამეულშია და მხოლოდ აშშ-ს საელჩოს ჩამორჩება.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები