სიახლეები
-
19 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისი შესაძლოა ცათამბჯენების ქალაქად გადაიქცეს
თბილისი თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, რაც სხვადასხვა კულტურის შერწყმის შედეგია, ყოველთვის გამოირჩეოდა. ქალაქი, მცირე მასშტაბის მიუხედავად, ერთდროულად ახალ და ძველ შენობებს აერთიანებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძველ, ლამაზ საცხოვრებელ სახლებსა და დახვეწილ სადარბაზოებს, რომლებიც თბილისის ცენტრალურ, ძველ უბნებში იმალება, ახალი ნაგებობები სიმრავლით უსწრებს.
თბილისში, ამჟამად სამშენებლო ბუმია. ახალი ცათამბჯენები ერთმანეთს ემატება. 147 მეტრი სიმაღლის”აქსის თაუერსი“, 39-სართულიანი სასტუმრო “მილენიუმი”, 40-სართულიანი “თბილისი რეზიდ თაუერსი“, სასტუმრო “რედისონი”, 21 სართულიანი სასტუმრო “ჰოლიდეი ინი” – ამ ნაგებობებს სწორედ თბილისის ცენტრალურ ადგილებში შენიშნავთ.
როგორც ვხედავთ, ისეთი პატარა მოცულობის ქალაქში, როგორიც თბილისია, უკვე ბევრი მაღალი შენობა დგას. მშენებლობები გრძელდება და მომავალში, შესაძლოა თბილისი ცათამბჯენების ქალაქადაც მოგვევლინოს, თუმცა მანამდე „სითი კვირა“ აღნიშნულ მშენებლობებთან დაკავშირებით, ახალგაზრდების პოზიციით დაინტერესდა.
კითხვაზე, „უნდა შენდებოდეს თუ არა თბილისის ცენტრალურ უბნებში ცათამბჯენები?“, უმრავლესობის პასუხი უარყოფითია. მათი აზრით, მაღალი ნაგებობების ცენტრალურ უბნებში აშენება, ქალაქის ინტერიერს ამახინჯებს და რეკრეაციულ ზონებზე უარყოფითად მოქმედებს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი მშენებლობები როგორც ქვეყნის იმიჯზე, ისე ეკონომიკურ განვითარებაზე, დადებითად აისახება.
თამთა ღლიღვაშვილი: ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგია აშენდეს მსგავსი ნაგებობები, თუმცა არასასურველია მათი არასწორ ადგილას აშენება და იმ ადგილების გამოყენება, რომლებიც რეკრეაციულ ზონებზე მოქმედებს და ღია სივრცის ნაკლებობაზე მოქმედებს. თუ მშენებლობისთვის სწორ ადგილს შეარჩევენ.
სალომე კობიაშვილი: „ბილტმორის“ ტიპის სასტუმროს თუ ავიღებთ მაგალითად, მისი მსგავსი სასტუმროების აშენება კარგია ჩემი აზრით, მაგრამ ფასადს უნდა უხდებოდეს და არ უნდა იყოს ამოვარდნილი ინტერიერიდან. ვფიქრობ, კარგი სასტუმროა და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. მარტო „მარიოტი“ და „რედისონი“ არაა საკმარისი.
თამთა ჩაგანავა: მე არ მომწონს ეს მშენებლობები, რადგან ქალაქის იერსახეს არ უხდება და არც ცენტრალური უბნების არქიტექტურას.
ბექა დგებუაძე: ჩემი აზრით, აუცილებლად უმდა შენდებოდეს და რატომ?! პირდაპირ ზრდის ტურიზმს, და როდესაც გვინდა რომ გავხდეთ ტურიზმის მხრივ წარმატებულები, აუცილებელია. მაგრამ ამასთან, დაცული უნდა იყოს ყველა სტანდარტი, რომ „ლეოგრანდის“ შემთხვევა არ განმეორდეს, მიუხედავათ იმისა, რომ ხუთვარსკვლავიანი იყო, არც ერთი საერთაშორისო სასტუმროების სტანდარტს არ აკმაყოფილებდა სამწუხაროდ.
ნათია ბუთხუზი: შენობა თუ არქიტექტურულად გაუმართავია და ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს, არ მომეწონება.
ქეთი კაპანაძე: ვფიქრობ, უნდა შენდებოდეს, რადგან ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე და შესაბამისად, განვითარებაზე – ბევრი თვალსაზრისით. მაგრამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ და ისეთი საოცრება არ უნდა ავაშენოთ, საერთოდ ამოვარდნილი რომ იქნება ქალაქის იერსახიდან. არ შეიძლება ისეთი არქიტექტურა შეირჩეს, რომელიც ლამაზიც იქნება, ლოგიკურიც ჩვენი ქალაქისთვის და ეკონომიკასაც წაადგება?!ტეგები