სიახლეები
-
19 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
მცხეთაში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინაროებს
მცხეთის აგურის ქარხნის დასახლებაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტული კომპლექსი ორი დამოუკიდებელი შენობისაგან შედგება. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი მოიცავს 2 დახურულ საცურაო აუზს, აქედან: ერთი პატარა მოცულობით 10×6 მ-ზე და ერთი დიდი აუზი მოცულობით 25×16.5 მ-ზე, სავარჯიშო ოთახებთან ერთად.
დახურული მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის ფართობი 44×20 მ-ზეა და იქ განთავსებული იქნება გასახდელები და საშხაპეები. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 6 მილიონი ლარია.ტეგები