სიახლეები
-
თბილისში მწვანე სახურავიანი პირველი ბაგა-ბაღი აშენდება (ფოტო)
თბილისის დიდუბის რაიონში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობას. ახალი, ხუთჯგუფიანი ბაღი ზუგდიდის ქუჩის N3-თან შენდება. შენობის პროექტი განსაკუთრებულია იმით, რომ მწვანე სახურავის პრინციპით მოეწყობა, კერძოდ, სათამაშო მოედანი და მწვანე სივრცე შენობის სახურავზე განთავსდება. პროექტისთვის 1 019 მ² ტერიტორიაა გამოყოფილი. როგორც “სითი კვირას” თბილისის საბავშვო...
ვრცლად -
როგორი იქნება განახლებული SHERATON-ი (ფოტო)
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი არაბული „რაკია სასტუმრო „შერატონის რეკონსტრუქციას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასრულებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება პროექტის ამსახველი ფოტო-მასალა. საქართველოში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო „შერატონის რეკონსტრუქცია, 2014 წლის...
ვრცლად -
სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
თბილისის უბნებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე ვაკე დომინირებს, რომელსაც საბურთალო და სამგორი მოსდევს სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამას ბაზრის ყოველწლიური მიმოხილვაც ადასტურებს. კვლევითმა ინსტიტუტმა „აისეტმა“ ქართული სამშენებლო სექტორი ძირეულად შეისწავლა. ამ კვლევის შედეგებზე „აისეტის“ მკვლევარ ოლგა აჟგიბეცევას...
ვრცლად -
პეკინზე შესაძლოა, ველობილიკები და ავტობუსების სპეციალური ხაზი გაკეთდეს
პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა. იქ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაო დასრულდა, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყო. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თვის ბოლომდე ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, მოძრაობა გადაერთვება მარცხენა მხარეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე...
ვრცლად -
მეტრო ვაკეში, დიდ დიღომში, ვაზისუბანსა და აეროპორტში
გადატვირთული მოძრაობის გამო თბილისის რამდენიმე უბანში ახალი მეტროსადგურების გახსნის საჭიროებაა. ისეთ უბნებში, როგორებიცაა ვაკე, დიდი დიღომი, ვაზისუბანი და აეროპორტი, მიწისქვეშა ან მიწისზედა ჩქაროსნული ტრანსპორტის დანიშვნა აუცილებელია. ამ ორი უბნის გარდა, სპეციალისტები მცხეთის, რუსთავის, ასევე ნატახტარისა და თბილისის აეროპორტების ქალაქთან დაკავშირებას...
ვრცლად -
გალერია თბილისი შემოდგომაზე გაიხსნება
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირზე გაიხსნება. იგი მრავალ ხელმისაწვდომ და უნიკალურ ბრენდს გააერთიანებს. სავაჭრო ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman პირველად ეწვევიან საქართველოს. ახალი კონცეფციით ბრუნდებიან Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. გარდა...
ვრცლად -
თბილისში, 350-მდე აღსაზრდელზე გათვლილი კიდევ ერთი ბაღი აშენდება
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩის N1-თან, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას საფუძველი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩაუყარა. დედაქალაქის მერმა შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულაც ჩადო. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ჩუღურეთის...
ვრცლად -
დიღმის ტყე-პარკისთვის 1 ჰა. ფართობის მიწა გამოთავისუფლდება
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თბილისის მერიასთან ერთად, დიღმის ტყე-პარკის აღდგენის მიზნით ახალ ეტაპს იწყებს. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღეს, დადებითად შეაფასეს დიღმის ტყე-პარკის გასხვისებული 1ჰა. მიწის ნაკვეთის სხვა ტერიტორიით ჩანაცვლების შესაძლებლობა. როგორც “სითი კვირას” საკრებულოში განუმარტეს, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები 42...
ვრცლად -
როგორი იქნება მტკვრის სანაპიროების ახალი სახე
მდინარე მტკვარის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა თბილისის განვითარების გენგეგმის ერთ-ერთი ნაწილია. გენგეგმის მიხედვით, იგეგმება მტკვრის ორივე სანაპიროს კეთილმოწყობა, გამწვანება, საფეხმავლო, საველოსიპედე ბილიკების მოწყობა. პროექტის ფარგლებში, სადგურ ოკრიბას მიმდებარედ სარეკრეაციო ზონა მოეწყობა, რომელიც მტკვარსა და გრიგოლ რობაქიძის გამზირს დააკავშირებს; ვეფხვისა და...
ვრცლად -
საცხოვრებელი ცათამბჯენი King David ოფიციალურად ექსპლუატაციაში იქნა მიღებული
პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც King David Residences და King David Business Center-ის კოშკებს აერთიანებს, უკვე დასრულებულია. თბილისს 2017 წლის სექტემბერში ოფიციალურად ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება. 70 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელმაც 2016 წელს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, International Property Awards-ის მიერ საუკეთესო მრავალფუნქციურ კომპლექსად დასახელდა საქართველოში. King David Residences 32...
ვრცლად