მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ივლისი  2017

    დიღმის ტყე-პარკისთვის 1 ჰა. ფართობის მიწა გამოთავისუფლდება

    დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თბილისის მერიასთან ერთად, დიღმის ტყე-პარკის აღდგენის მიზნით ახალ ეტაპს იწყებს. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღეს, დადებითად შეაფასეს დიღმის ტყე-პარკის გასხვისებული 1ჰა. მიწის ნაკვეთის სხვა ტერიტორიით ჩანაცვლების შესაძლებლობა.
    ​როგორც “სითი კვირას” საკრებულოში განუმარტეს, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები 42 მესაკუთრესთან, რომლებიც მთლიანობაში დაახლოებით 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობენ.
    “იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც დიღმის ტყე – პარკის აღდგენას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ჩვენი წინა ხელისუფლებების მიერ გასხვისებულია. დღეისათვის 75 ჰექტარი მიწიდან დარჩენილია მხოლოდ 20 ჰექტარი. დაახლოებით 10 ჰექტარი მიწა დღეს კერძო საკუთრებაშია და არ არის განაშენიანებული. აღნიშნული მიწის ფართობის ქალაქისთვის დასაბრუნებლად, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკება და მესაკუთრეებს სანაცვლოდ შესთავაზოს სხვა ტერიტორიები“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. ​

     

     

     

     

     

     


პარტნიორები