სიახლეები
-
25 ივლისი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში მწვანე სახურავიანი პირველი ბაგა-ბაღი აშენდება (ფოტო)
თბილისის დიდუბის რაიონში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობას. ახალი, ხუთჯგუფიანი ბაღი ზუგდიდის ქუჩის N3-თან შენდება. შენობის პროექტი განსაკუთრებულია იმით, რომ მწვანე სახურავის პრინციპით მოეწყობა, კერძოდ, სათამაშო მოედანი და მწვანე სივრცე შენობის სახურავზე განთავსდება. პროექტისთვის 1 019 მ² ტერიტორიაა გამოყოფილი.
როგორც “სითი კვირას” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუმარტეს, ბაღის შენობა ქუჩის პირას მდებარეობს და გამწვანებისთვის საჭირო ფართობი თითქმის არ აქვს, ამდენად, მწვანე სივრცის სახურავზე მოწყობა გადაწყდა.
სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო.
“კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ და პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანი და, პარალელურად, შენდება სკოლაც. სკოლა და ბაღი – ერთ კონცეფციაში, ძალიან მარტივი და მოსახერხებელი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შესაბამისად, კიდევ ერთი კარგი საქმე კეთდება უბნისთ5ვის, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მშენებარე ბაღის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დავით ნარმანიას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მიაწოდა.
მისი თქმით, დიდუბის რაიონში მოთხოვნა საჯარო ბაღებზე ძალიან დიდია, რასაც ბაღების არსებული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ, ქალაქის გადატვირთულ რაიონში მოხერხდა გარკვეული ტერიტორიის მოძიება, სადაც ერთი ბაგის და ოთხი 3-დან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. ბაღში 35-მდე ადამიანი დასაქმდება.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობასთან ერთად, ზუგდიდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. 1 050 მ² ფართობზე ასფალტის ახალის საფარი იგება. სამუშაოების დამკვეთი დიდუბის რაიონის გამგეობაა.
თბილისის მერთან ერთად, დღეს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა დაათვალიერეს.