სიახლეები
-
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის მიმდინარეობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი გაეცნენ. გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, საერთაშორისო...
ვრცლად -
საცხოვრებლად მიმზიდველი ქალაქების განვითარება - სამუშაო შეხვედრა თელავში
“სიცოცხლისუნარიანი ურბანული არეალები - ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარება ბალანსირებული რეგიონული განვითარებისთვის“ - ამ თემაზე აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში, კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა, თელავში სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად...
ვრცლად -
იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს
იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სპეციალურად პატარა სოფლების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც არქიტექტურული ფორმით განსხვავდება სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან. პროექტი იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. მისი ავტორი არქიტექტორი მიხეილ...
ვრცლად -
ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
დაბა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრის „სოფლის სახლის“ მშენებლობა მიმდინარეობს. მოწყობილია რკინა-ბეტონის ფუნდამენტი, საძირკველი და რანდკოჭები. მიმდინარე სამუშაო პროცესს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ვრცლად -
თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა
თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა. ახალი მუზეუმი რეაბილიტირებული ბატონის სასახლის მიმდებარედ აშენდა. პროექტის მიხედვით თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცე შეიქმნა და გარე ინფრასტრუქტურა მოეწყო. მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეშიც გამოფენილია: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო...
ვრცლად -
განახლებული „ამბასადორი კაჭრეთი” ახალი ნომრებით ივნისში გაიხსნება
კახეთის რეგიონში მდებარე სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ ფართოვდება. სასტუმრო მომხმრებლებს უკვე არსებულისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის ახალ კორპუსს შესთავაზებს, სადაც 120 თანამედროვე დიზაინის ნომერი განთავსდება. „მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა გაფართოვება, გვექნება სასტუმროს ორი კორპუსი, რომელიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად...
ვრცლად -
ილია ბეგიაშვილი ლაგოდეხში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს გაეცნო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. როგორც „THouse.ge “ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, წყლის პროექტი 2015 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. გასულ წელს დაიწყო გზის პროექტი და მუნიციპალური...
ვრცლად -
სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობით ინვესტორთა ახალი ჯგუფი დაინტერესდა
ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობით ინვესტორთა ახალი ჯგუფი დაინტერესდა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია White Group- ის დირექტორი, გიორგი გონჯილაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ინვესტორებთან მოლაპარაკება დაახლოებით 1 თვეში დასრულდება და უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათი ვინაობის გასაჯაროება. გონჯილაშვილი ამბობს...
ვრცლად -
ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება
მთავრობა ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს. 40 ნომრიანი სასტუმროს ასაშნებელად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ილიას ტბის მიმდებარედ 29 962 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ყიდის. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარია. საპრივატიზებო პირობის...
ვრცლად -
კომპანია "m2 - უძრავი ქონება" თელავში სასტუმროს ააშენებს
კომპანია "m2 - უძრავი ქონება" თელავში სასტუმროს ააშენებს. BGEO-ს ცნობით, კომპანიამ კახეთში, თელავში 8512 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 1.5 მლნ დოლარად შეიძინა და ადგილზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში 130 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. თელავი ყველაზე დიდი ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში და ტურისტულადაც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება. BGEO -ს აღმასრულებელი...
ვრცლად


