სიახლეები
-
14 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
განახლებული „ამბასადორი კაჭრეთი” ახალი ნომრებით ივნისში გაიხსნება
კახეთის რეგიონში მდებარე სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ ფართოვდება. სასტუმრო მომხმრებლებს უკვე არსებულისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის ახალ კორპუსს შესთავაზებს, სადაც 120 თანამედროვე დიზაინის ნომერი განთავსდება.
„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა გაფართოვება, გვექნება სასტუმროს ორი კორპუსი, რომელიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული დიზაინისა და კონცეფციის იქნება. ასევე, ემატება ახალი კოტეჯებიც. ივნისიდან ერთდროულად 450 სტუმრის მიღებას შევძლებთ, რის შემდეგაც ,,ამბასადორი კაჭრეთი“ რეგიონში ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი გახდება“ , - აცხადებს ექსკლუზიურად კომერსანტთან ,,ამბასადორის“ სასტუმროების ქსელის მერკეტინგის მენეჯერი თამარ ჯინჭარაძე.სასტუმროს კორპუსის გარდა, კომპლექსს ემატება ევროპული სტანდარტების ოლიმპიური აუზი, კერძო და სასტუმროს კოტეჯები, ახალი ბაღები და საბავშვო მოედნები.
ჯინჭარაძის თქმით, კაჭრეთის განახლებისთვის დამატებით 25 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მშენებლობის პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ივნისში დასრულდება.
,,ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ამ ერთ სივრცეში ყველა მათთვის სასურველი სერვისის მიღება შეძლონ. ასევე, მნიშვნელოვანია სპორტული აქტივობები. ივნისიდან კაჭრეთში სხვდასხვა სპორტული სახეობების ნაკრებები დასვენების გარდა, პროფესიულ მომზადებასაც შეძლებენ“, - აცხადებს ჯინჭარაძე.ამჟამად „ამბასადორი კაჭრეთი“ 76 კლასიკური სტილის ნომრისგან შედგება. ამასთან სასტუმროს ტერიტორიაზეა საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედანი, რეგიონში ყველაზე დიდი 800 კაციანი საბანკეტო დარბაზი, 12 კაციანი ვილა, ღვინის მარანი, ჩოგბურთის კორტები, ღია საცურაო აუზი, საცხენოსნო კლუბი და პროფესიონალური სასროლეთი.
ტეგები