სიახლეები
-
ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება
მთავრობა ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს.
40 ნომრიანი სასტუმროს ასაშნებელად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ილიას ტბის მიმდებარედ 29 962 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ყიდის. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარია.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით, ინვესტორმა სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და იქ 40 ადამიანი უნდა დაასაქმოს.
ტეგები




