სიახლეები
-
16 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა
თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა.
ახალი მუზეუმი რეაბილიტირებული ბატონის სასახლის მიმდებარედ აშენდა. პროექტის მიხედვით თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცე შეიქმნა და გარე ინფრასტრუქტურა მოეწყო.
მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეშიც გამოფენილია: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები. ასევე, მოეწყო დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა, რომელშიც მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის ფერწერული ნამუშევრები. სულ სივრცეში 65 000 ექსპონატია დაცული.
რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი საინვესტიციო ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.ტეგები