სიახლეები
-
ბათუმში, ერთ-ერთ მშენებლობაზე ამწეს ნაწილი მოტყდა და ჩამოვარდა
ბათუმში, ერთ-ერთ მშენებლობაზე ამწეს ერთი ფრთა მოტყდა და ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მეტრონომი“ ავრცელებს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ვრცლად -
ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალი აშენდება
ბათუმის პორტი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის დერეფანში ჩართვას გეგმავს, რისთვისაც პორტის ტერიტორიაზე ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. პროექტში პორტის პარტნიორი საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress -ია, რომელიც მულტიმოდალური ტერმინალის მშენებელობაში 20 მლნ დოლარის ჩადებას განიხილავს. პროექტის პრეზენტაცია 22 მარტს, 14:00...
ვრცლად -
ხულოში სოფელ ტუნაძებში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ხულოში სოფელ ტუნაძებში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძემ ხულოს რესურსცენტრის უფროსთან ედუარდ მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა, მათ სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლაც მოინახულეს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სოფელ ტუნაძეებში ახალი...
ვრცლად -
ბათუმის „სემირამიდას ბაღები“ ივნისში გაიხსნება შეცვლილი სახელით
სასტუმრო-კომპლექსი ბათუმში, რომელიც „სემირამიდას ბაღების“ სახელით უნდა გახსნილიყო, სტუმრებს ზაფხულში მიიღებს, თუმცა სხვა სახელით. ბათუმში ზღვისპირას მდებარე სასტუმროს მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2013 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აზერბაიჯანელ ინვესტორს გახსნის თარიღი 2015 წლამდე გადაუვადა. მაშინ სამინისტროში მიზეზად იმას...
ვრცლად -
აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები იწყება
აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები იწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს 27 მარტიდან გეგმავს...
ვრცლად -
ბათუმის სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს ( ფოტო )
ბათუმის სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით ხშირად პირადად სტუმრობს. ბათუმის ესტაკადას სამშენებლო პროცესის გაცნობის შემდეგ ზურაბ პატარაძემ ბათუმის სტადიონის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ვრცლად -
გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია ინვესტორის მოლოდინშია
მთავრობა გონიოს ყოფილი პოლიგონის საზღვაო კურორტად განვითარებას განიხილავს, თუმცა ტერიტორია რამდენიმე წელია უფუნქციოდაა და ინვესტორების მხრიდან დაინტერესის მიუხედავად, კონკრეტული პროექტი და ინვესტორი კომპანია ამ დროისთვის გამოკვეთილი არ არის. გონიოს პილიგონის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია Colliers International-მა მოამზადა...
ვრცლად -
„National Geographic Traveler" ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულშია
ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულშია. ამის შესახებ „National Geographic Traveler"- წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ზღვისპირა ქალაქი უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილია. გამოცემა ბათუმს ისეთი ქალაქების გვერდით ასახელებს, როგორებიცაა: ნიცა, პალერმო, ამსტერდამი და ოქსფორდი. „მზესთან ახლოს“ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გამოცემის მარტის ნომერში ბათუმსა და ზოგადად...
ვრცლად -
ბათუმში მიმდინარე მშენებლობა სასამართლო განხილვის საკითხი გახდება
ხიმშიაშვილის 18 ნომრის მცხოვრებლები სარჩელს ამზადებენ და მათ მეზობლად მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.გასული საუკუნის 70-ანი წლების ბოლოს აშენებულ სახლში 3 ოჯახს ფანჯრები თითქმის მთლიანად უბნელდება. მერიაში აცხადებენ, რომ ნებართვა კანონის დაცვით გაიცა, თუმცა დაარღვია თუ არა ნორმები კომპანიამ რომლის 50 %-ანი წილის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია...
ვრცლად -
"ბათუმი სპორტული ღონისძიებების მასპინძელ ქალაქად უნდა გადაიქცეს"
მიმდინარე წელს ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის და მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდება. 3 400 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 23 000 კვ. მეტრ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციების გარდა კომპლექსის ტერიტორიაზე 138 ადგილიანი სასტუმროც აშენდება. ბათუმის მერიას, გეგმაში აქვს ქალაქი საერთაშორისო...
ვრცლად