მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  მარტი  2018

    „Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს პირველი აპრილიდან ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას

    „Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს პირველი აპრილიდან ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას როგორც Marriot-ი და მას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება. “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროს მენეჯერმა თამუნა ჯიჯიხიამ განუცხადა.



    Paragraph Resort & Spa Shekvetil-ი პირველ აპრილამდე დაკეტილია და სტუმრებს არ მიიღებს.

     




    როგორც ჯიჯიხია აცხადებს, შეკვეთილში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ოფიციალური გახსნის თარიღი ამ ეტაპზე კვლავ უცნობია.



    საქართველოში ამ დროისთვის სულ Marriot International-ის რვა ბრენდი იქნება წარმოდგენილი.

     

    შავი ზღვის სანაპიროზე თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5* -იანი მასშტაბური დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსი Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმრო ცნობილი ბრენდის Autograph Collection-ის ბრენდის ქვეშ არის გაერთიანებული.



    როგორც სასტუმროში „კომერსანტს“ განუცხადეს, Paragraph Resort & Spa Shekvetili არა მარტო რეგიონში, არამედ საქართველოში პირველი კომპლექსია, რომელიც მაღალი ხარისხით, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურების დონითა და მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული.

     

    Paragraph Resort & Spa Shekvetili 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს და მასში ფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 2 საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით. სასტუმროში 430 მ³ მოცულობის აკვარიუმი და 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზია, რომელიც ყოველდღიურად გაფილტრული ზღვის წყლით მარაგდება.



    სასტუმრო მთელი სეზონის განმავლობაში სრულყოფილად იფუნქციონირებს და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა შეეძლებათ. 

     

     

    Paragraph Resort & Spa -ში ასევე ფუნქციონირებს 2 740 კვადრატული მეტრი ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით. ზამთრის ბაღი, რომლის ინფრასტრქტურა ახალ გამოცდილებას მისცემს სტუმრებს, ასევე აღსანიშნავია სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები, რომლებიც ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს ამ უძველეს, ბუნებრივ, გამაჯანსაღებელ თერაპიას, ამას გარდა იფუნქციონირებს თემატური რესტორნების ფართო არჩევანი, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური სამზარეულო, სადაც დამსვენებლები უცხოელი შეფ მზარეულის ბრწყინვალე კერძებს დააგემოვნებენ.





    გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს სთავაზობს.





    Marriot International-ის უმაღლესი კლასის ქსელი - Autograph Collection-ი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, მისი სავაჭრო ნიშანი განსაკუთრებულ დიზაინთან და მაღალი ხარისხის სერვისთან ასოცირდება. შეკვეთილის სასტუმრო სწორედ Autograph Collection-ის ელიტური ქსელის წევრია.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები