მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  მარტი  2018

    ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალი აშენდება

    ბათუმის პორტი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის დერეფანში ჩართვას გეგმავს, რისთვისაც პორტის ტერიტორიაზე ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.

    პროექტში პორტის პარტნიორი საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress -ია, რომელიც მულტიმოდალური ტერმინალის მშენებელობაში 20 მლნ დოლარის ჩადებას განიხილავს.

    პროექტის პრეზენტაცია 22 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ახალი ლოგისტიკური დერეფნის კონცეფცია - მინერალური სასუქების ტრანსპორტირება შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე ბათუმის ნავსადგურის გავლით.

    ინვესტორთა განცხადებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში თითქმის ექვსჯერ გაიზარდა მინერალური სასუქების გლობალური მოხმარება. 2017 წელს მინერალურ სასუქებზე გლობალურმა მოთხოვნამ შეადგინა 186 მილიონი ტონა. პროგნოზებით, 2020 წლისათვის, აღნიშნული მოთხოვნა 200 მილიონ ტონას მიაღწევს.

    ამ დროისთვის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მინერალური სასუქების მწარმოებელი ქარხნების საწარმოო სიმძლავრეები წელიწადში 9 მილიონ ტონამდე სასუქის წარმოების საშუალებას იძლევა, რომლის ნახევარზე მეტიც გადის ექსპორტზე. უახლოეს წლებში, ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების გამო, მოსალოდნელია რეგიონში საწარმოო სიმძლავრეების ზრდა.

    ტექნოლოგიური პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით.

    ტერმინალი აღჭურვილი იქნება სასუქის ჩამოცლისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობითა და კონვეიერული სისტემით; ტერმინალზე ასევე დამონტაჟდება სპეციალური დანიშნულების გემის დამტვირთველი, ნავმისადგომზე მომდგარ გემებზე საქონლის გადასატვირთად. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შენახვისთვის.

    საინჟინრო პროექტი ითვალისწინებს საწყობის რამოდენიმე ნაწილად დაყოფას, რათა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ტიპის საქონლის ერთდროული შენახვა. დამონტაჟებული აღჭურვილობის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მატარებლიდან ტვირთის ჩამოტვირთვა როგორც საწყობში, ასევე პირდაპირ გემებზე. სატრანზიტო ტერმინალის დიზანი ყველანაირ კლიმატურ პირობებზე იქნება გათვლილი.

    საწყის ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქების გადამუშავებას შესაძლებლობას იძლევა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები